x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში მეძავს ძეგლი დაუდგეს
image

პირველად რუსეთის ისტორიაში ქალაქ ბელგოროდსა და სოფელ მაისკის შორის სექსმუშაკი ოლეჩკას ძეგლი დაიდგა, თუმცა მას შემდეგ, რაც მედიაში გაშუქდა ეს ამბავი ორიოდე კვირის შემდეგ მისი დემონტაჟი მოხდა .



სკულპტურის ავტორმა, მჭედელმა ანდრეიმ გამოცემა "Подъем-ს უამბო, რომ ქანდაკება ავტოტექმომხარებლებისა და სამჭედლოს შესასვლელთან დამონტაჟდა, სადაც თავად ავტორი მუშაობს. თუმცა ეს მხოლოდ 20 თებერვალს შენიშნეს. კერძოდ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გააკრიტიკეს ნამუშევარი "ზნეობრივი და ოჯახური ფასეულობების მიზანმიმართული გადაგვარებისა" და "ახალგაზრდა თაობის სულიერებისა და ზნეობის შერყვნისთვის".


მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ ის „მეძავ ოლეჩკას“ ეძღვნებოდა და აღშფოთდნენ სამხედრო დიდების ქალაქში ასეთი უცნაური ძეგლის დადგმი გამო.


image

სკულპტურაზე გამოსახულია გოგონა ძალიან მოღიავებული ტანსაცმლით, ტრასასთან დგას. ქანდაკება სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთში აღმართულ სექსმუშაკთა პირველ ძეგლად.


image

მჭედლის თქმით, „ოლეჩკა“ არის მინიშნება 90-იან წლებზე. ამავე დროს, ავტორმა განმარტა, თუ რატომ აქვს გოგონას ორი სახე.

„უბრალოდ ჩვენ ყველა ადამიანი ვართ და ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ვიღაცა მეკითხება, რატომ აქვს მას ორი სახე? დღისით ის პიატეროჩკაში მოლარეა, ღამით კი უწევს... ან, პირიქით, ადამიანი გარკვეულ სიამოვნებას იღებს. ჩემთვის ის მხოლოდ თანამგზავრია, ”- განმარტა მოქანდაკემ იდეა.

თუმცა სკულპტურას დიდხანს არ ეწერა სიცოცხლე, აღშფოთებული მოქალაქეეების პროტესტის შემდეგ ძეგლის დემონტაჟი მოხდა.თუმცა სანამ მედია ააგორებდა ტალღას, ამ სკულპტურის შესახებ, მანამდე ორ კვირაზე მეტი იდგა მშვიდად.


დემონტაჟში მონაწილეობდნენ ქალაქის აღმასკომის და პოლიციის თანამშრომლები.

0
318
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0