x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თუ დროულად არ გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს და ცივილიზებული სამყარო არ დადგება უკრაინის გვერდით რუსული დროშა აფრიალდება ძალიან ბევრ სახელმწიფოში

image

როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც რუსეთს მხოლოდ სანქციებით დაემუქრნენ რუსეთის დიქტატორი წავიდა ვა ბანკზე და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინასთან, რამაც ცხადჰყო, რომ პუტინს და ზოგადად რუსეთს სულაც არ სჭირდება მიზეზი ომის დასაწყებად.
თუ მსოფლიოს დემოკრატიული ძალები არ მიიღებენ შესაბამის ღონისძიებებს უკრაინა მარტო დარჩება მონსტრი და აგრესორი რუსეთის და მოღალატე და დიქტატორი ლუკაშენკოს ჯარების წინაშე.
ეკონომიკური სანქციებით უარს ვერ ათქმევინებთ პატივცემულო ევროპელებო რუსეთს, რუსეთს "ამშვიდებს" რეალური საფრთხე, როგორც ეს მოხდა რუსული ატომური წყალქვეშა ნავის დაღუპვისას.
უკრაინის ცა დახუროს "ნატომ" ჰაერსაწინააღმდეგო, შორი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორია თითოეული უკრაინელის სიკვდილს შეაფასებს, როგორც ღალატს ევროპის მხრიდან.
აფხაზეთში გუდაუთაში მდებარე "ბომბორას" აეროდრომიდან გამოვიდა დიდი რაოდენობის ჯავშანკოლონა, რომელიც ოფიციალურად წვრთვნებზე მოემართება "ნაგვალოუს" პოლიგონზე.
სეპარატისტული ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტმა ბიბილოვმა განაცხადა: რომ მისი "რესპუბლიკა" მზადაა ქართველების მოსალოდნელ აგრესიას საკადრისი პასუხი გასცეს უბრალო განცხადება არაა, ესაა საფრთხის შემცველი განცხადება. ბიბილოვია პაიკი, რომელსაც ამოძრავებენ საჭადრაკო დაფაზე რუსეთის მოთხოვნის შემდეგ.
თავის დროზე ბელორუსის ოპოზიციას გვერდით, რომ დადგომოდა გვერდით დემოკრატიული სამყარო, დიქტატორი ლუკაშენკო გაიცეოდა და უკრაინას მეზობლად ეყოლებოდა არა მოღალატე მეზობელი, არამედ კეთილმოსურნე მეზობელი.
ამ წუთებში კიევის თავზე რუსული მოიერიშეები და გამანადგურებლები გამოჩნდნენ, გარეუბნებში კი რუსული მძიმე ტექნიკა.
დროზე უნდა მიშველება უკრაინას, თორემ რუსეთი მერე, იმ ბრიყვ ლუკაშენკოსაც გათელავს, შუა აზიასაც აიღბს და ჩვენც მოგვადგება რუსული დროშებით.

აგრესორების განადგურებული ტექნიკა
imageimageდიდება უკრაინას!!!


0
458
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
458