x
გულის იშემიური დაავადება - გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

image
გულის მკვებავ სისხლძარღვების -ანუ კორონარული არტერიების სისხლგამტარობის დარღვევა იწვევს მიოკარდუმის დაზიანებას. არტერიების შევიწროვება არღვევს სისხლის მიწოდების პროცესს, რაც თანდათან ზრდის სტენოკარდიას და გულის უკმარისობას, საბოლოოდ კი არტერიული თრომბი იწვევს მწვავე იშემიას.

გულის კუნთის იშემია შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული

-ათეროსკლეროზი – ამ დროს სისხლძარღვებში ქოლესტერინის შემცველი ფოლაქები ყალიბდება, რომლებიც არტერიის კედელს ემაგრებიან და სისხლის დინებას ახშობენ.

-სისხლის თრომბი – ათეროსკლეროზის დროს ჩამოყალიბებული ფოლაქი შესაძლოა გასკდეს და ამან სისხლის შედედება გამოიწვიოს, რის შემდგომაც თრომბი ვითარდება. იგი სისხლის მიწოდების უეცარ შეწყვეტასა და მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს.

-კორონარული არტერიის სპაზმი – კორონარულის არტერიის სპაზმი დროებითი, ხანმოკლე შევიწროვებაა. ამან შესაძლოა სისხლის მიწოდების შეფერხება ან შეწყვეტა გამოიწვიოს.

სიმპტომები.

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

-სტენოკარდია (ხანგრძლივი ტკივილი გულმკერდის არეში);

-გართულებული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა;

-გულის უკმარისობა ფეხებში სისუსტის შეგრძნებით და შესიებით;

-ჰიპერტაქიკარდიის გამო გულის გაჩერება (300 დარტყმაზე მეტი).

დიაგნოსტიკა.

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები, რომლებშიც შედის:

-მშვიდ მდგომარეობაში დატვირთვის ქვეშ კარდიოგრამის გაკეთება;

-ექოგრამა და კორონოგრამა;

-სისხლის ბიოქიმიური ანალიზი მასში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის გასარკვევად.

მკურნალობა.

გულის იშემიური დაავადების მკურნალობის 2 ძირითადი გზა არსებობს: მედიკამენტოზური და ქირურგიული. ოპერაციული ჩარევის სახე კორონარული არტერიის დახშობის ხარისხზეა დამოკიდებული. თერაპია კურნავს სტენოკარდიის სიმპტომებს, ამცირებს თრომბოზისკენ მიდრეკილებას და ადაბლებს ქოლესტერინის დონეს. აღნიშნული მეთოდის არაეფექტურობის დროს მიმართავენ სხვადასხვა ქირურგიულ მეთოდებს: სტენტირება ან შუნტირება.

სტენტირების დროს პერიფერიული არტერიის გავლით კორონარულ არტერიაში სპეციალური გამტარი კათეტერი და კორონარული მავთული შეჰყავთ, რის შემდგომაც სისხლძარღვის შევიწროებულ ნაწილში ბალონური კათეტერი იდგმება და ფართოვდება. მომდევნო ეტაპზე ხდება უშუალოდ სტენტირება, ანუ სისხლძარღვის გაფართოებული ნაწილის მრგვალი ლითონის კონსტრუქციით ფიქსირება.

შუნტირების დროს პაციენტის ქვედა კიდურიდან კვეთენ ვენის გარკვეული სიგრძის უბანს, რომლის ერთ ბოლოსაც აორტას აკერებენ, ხოლო მეორეს – კორონარული არტერიას, შევიწროებული უბნის ქვემოთ. ამის შედეგად ყალიბდება სისხლის მიწოდების შემოვლითი გზა. სტენტირებისგან განსხვავებით, რომელიც მინი-ქირურგიული ჩარევაა, შუნტირება დიდი კარდიოლოგიური ოპერაციაა.

პროფილაქტიკა:

-მოწევის გამორიცხვა;

-ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტა;

-ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა;

-სტრესისგან თავის დაცვა;

0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0