x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სინგაპურში აღმოაჩინეს კაცი, რომელიც 30 წელი ტყეში ცხოვრობდა
imageსინგაპურელი ოჰ გო სენგი 30 წელია ტყეში ცხოვრობს და საარსებო მინიმუმს საკუთარი ბაღიდან მოყვანილი ბოსტნეულის გაყიდვით შოულობს, რომელიც თავადვე მოაწყო თავისავე ქოხის გვერდით. ამის შესახებ BBC იტყობინება.


სინგაპური ცხოვრების დონით მაღალი სტანდარტის მქონე ქალაქი-სახელმწიფოა, რის გამოც, ტყეში მცხოვრები მოხუცი კაცის ისტორიამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.


ო გუო სენგი ოფიციალურმა პირებმა შობის დღეს დააკავეს ქუჩაში ბოსტნეულის უკანონო გაყიდვისთვის. თვითმხილველმა გადაიღო ეს კონფლიქტი და გამოაქვეყნა ინტერნეტში. მალევე ამ საქმით სინგაპურის პარლამენტის წევრი დაინტერესდა, რომელმაც მამაკაცის სრული ბიოგრაფია გაარკვია.


ო გო სენგის ოჯახი ცხოვრობდა სოფელში, რომელიც დაანგრიეს 1980-იან წლებში ახალი ცათამბჯენების აშენების გამო. სოფლის მაცხოვრებლები გადაიყვანეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებში, თუმცა ო გო სენგიმ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყვიტა კისერზე არ დაწოლოდა ოჯახს, შეემსუბუქებინა მათი ყოფა და ამიტომ დაბრუნდა მშობლიურ ტყეში.



მან ააგო ქოხი ბამბუკისა და ბრეზენტისგან, გვერდით მოაწყო ბოსტანი, სადაც ბოსტნეული და ყვავილები მოჰყავდა, რომლითაც თან იკევებებოდა და თან ბაზარში ყიდდა. ამის გარდა დღიურ სამუშაოებსაც ასრულებდა. მისი თქმით, მარტოობა არ აწუხებდა, საცხოვრებლის გვერდით მდებარე მაღალი ხის ჩრდილი ტროპიკული სიცხისგან იცავდა. ერთადერთი პრობლემა იყო თაგვები, რომლებიც გამუდმებით ღრღნიდნენ ქოხში ტანსაცმელს და სხვა ნივთებს.

image

ო გო სენგი ბორნით გაემგზავრა მეზობლად ინდონეზიის კუნძულ ბატამზე, სადაც დაქორწინდა და შეეძინა ქალიშვილი. მათ არც იცოდნენ, რომ ის ტყეში ცხოვრობდა.

image

მას შემდეგ, რაც უსახლკარო კაცის ამბავი გახმაურდა, ხელისუფლებამ ოჰ გო სენგი სახლი გამოუყო და ამჟამად მას მეუღლესთან და ქალიშვილთან გაერთიანებაში ეხმარებიან.

0
175
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0