x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აუქციონზე ყიდიან ჟირინოვსკის ვიდეოს პორნომსახიობ ჩიჩოლინასთან და დიქტატორ კადაფთან გადაღებულს
image

დაუდგენელმა პირებმა ინტერნეტში გასაყიდად გამოიტანეს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის საარქივო ფოტოვიდეომასალა.



როგორც Znak.com. -ი იუწყება, არქივი ჟირინოვსკისთან დაახლოებულმა პირმა გამოაქვეყნა. მასალები იყიდება უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმაზე NFT OpenSea-ზე.



აღნიშნულია, რომ არქივი შეიცავს კადრებს, სადაც პოლიტიკოსი ეხუტება და კოცნის პორნოვარსკვლავ ანა სტალერს (უფრო ცნობილია მისი სასცენო სახელით "ჩიჩოლინა"), რომელიც მოგვიანებით გახდა იტალიის პარლამენტის წევრი.



image

ასევე პლატფორმაზე გამოტანილია ჩანაწერები, სადაც ჟირინოვსკი ლიბიელ რევოლუციონერ მუამარ კადაფის ხელს ართმევს, რომელიც ვაშინგტონმა საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

უცნობი გამყიდველი მასალებს 1, 5 ათას დოლარად აფასებს.

image

ასევე გასაყიდად გამოტანილ ვიდეოებს შორის არის 90-იანი წლების კადრები, სადაც ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ხელიდან კვებავს კონცეპტუალურ მხატვარს ოლეგ კულიკს, რომელიც "ძაღლი კაცის" სახით არის წამმოდგენილი და ასევე ვიდე, სადაც ჟირინოვსკი სტრიპტიზ-კლუბში სხენაზე მღერის ალა პუგაჩოვას სიმღერას "Настоящий полковник".




როგორც ცნობილია, ვლადიმერ ჟირინოვსკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში 2 თებერვლიდან იმყოფება კორონავირუსისგან გამოწვეული გართულების გამო. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პოლიტიკოსს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.


1
188
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
188
  
2022, 18 თებერვალი, 20:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1