x
image
თუთიკო ბერძენა
"გარშემო მიმოვიხედე და მხოლოდ გაყინული ადამიანების ცხედრები დავინახე..".
გერმანიაში ყველაზე ცნობილი საცხობის მფლობელი, ებრაელი ანჟელი, ხშირად ამბობდა:ამ სამყაროში გადარჩენის საიდუმლო ზრუნვაა !
ჯერ კიდევ მოზარდი იყო იგი, როდესაც გერმანიაში ნაცისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ებრაელებს.

"ერთ ღამეს მატარებლით წაგვიყვანეს ოსვენციმში. გარეთ საშინელი სიცივე იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში დაგვტოვეს საკვებისა და საწოლების გარეშე. შესაბამისად, შესაძლებლობის გარეშე, როგორმე გავმთბარიყავით.
უსასრულოდ თოვდა. ცივი ქარი ყოველწამიერად ლოყებს გვიყინავდა. ჩვენ ასობით ვიყავით წყლისა და თავშესაფრის გარეშე. სიცივისგან სისხლი ძარღვებში გვეყინებოდა.

ჩემ გვერდით იყო მოხუცი ებრაელი, რომელიც ჩვენს ქალაქში ხალხს ძალიან უყვარდა. ის მთელი სხეულით ცახცახებდა და საშინლად გამოიყურებოდა. მკლავები შემოვხვიე, რომ გამთბარიყო. მჭიდროდ ჩავეხუტე და ვუზელდი ფეხებს, სახეს, კისერს. ვევედრებოდი, ცოცხალი გადარჩენილიყო. მე
თვითონ დაღლილი და გაყინული ვიყავი, თითებს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მოხუცი მამაკაცის სხეულის მასაჟს და მის გამხნევებას არ ვწყვეტდი"- აღნიშნავდა ანჟელი.
რამდენიმე საათი გავიდა ასე. ბოლოს, როგორც იქნა, გათენდა. მზემ გამოანათა.

"გარშემო მიმოვიხედე და მხოლოდ გაყინული ადამიანების ცხედრები დავინახე. ყინვიანმა ღამემ ყველა იმსხვერპლა. მხოლოდ ორი ადამიანი გადავრჩით: მოხუცი და მე.
მოხუცმა დილამდე, მზის ამოსვლამდე გაძლო, რადგან მე მას ვათბობდი,
მე კი გადავრჩი, რადგან მთელი ღამე არ გავჩერებულვარ და მასზე, შეძლებისდაგვარად, ვზრუნავდი.
ამ სამყაროში გადარჩენის საიდუმლო სწორედ ეს არის : როდესაც თქვენ სხვის გულს ათბობთ, მაშინ თქვენც თბებით. როდესაც მხარს უჭერთ, აძლიერებთ და შთააგონებთ სხვებს, მაშინ თქვენც იღებთ მხარდაჭერას, გაძლიერებასა და შთაგონებას თქვენი ცხოვრებისათვის."- იხსენებს ანჟელი
0
12
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0