x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"უღრმესი მადლობა ლევან რატიანს და მის გუნდს" - მაია ასათიანი
image

რამდენიმე დღის წინ ცნობილ ტელეწამყვანს, მაია ასათიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ როგორც ჩანს მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ მაია ასათიანი "ინსტაგრამს_სთორიში" წერს და მადლობას უხდის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს:


"ბევრად უკეთ ვარ მეგობრებო, მადლობა ყველას მოკითხვისთვის და უღრმესი მადლობა ლევან რატიანს და მის კლინიკის გუნდს" -წერს მაია ასათიანი.

მაია ასათიანი თავიდან კორონავირუსს სახლში ებრძოდა, თავის ორ ძაღლთან ერთად.. მარტო მცხოვრებ მაია ასათიანს ხანდახან სტუმრობენ დედა და ნახევარდები.


აღსანიშნავია, რომ ტელეწამყვანს უკვე მეორედ შეხვდა კოვიდ-19, პირველად სექტემბერში დაუდასტურდა და მაშინაც კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.


გასული თვეში მაია ასათიანი ნაწყენი დარჩა თაყვანისმცემლებზე, რომლებმაც გააკრიტიკეს თვალებში ჩასმული ლინზების გამო.უწოდეს მას "მახინჯი" და "ვამპირი", რაზეც მაია ასათიანმა გულისტკივილით დაწერა:


"სუპერ მაგალითი იმისა, რომ უცხო ადამიანს საკუთარ თავზე აზრი არ უნდა ჰკითხო.მე მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. არ მიყვარს ჩემი ნაოჭები. მიყვარს, როცა სარკეში ვიხედები და იქიდან ის ქალი მიყურებს, რომელიც მომწონს.

თქვენც იგივეს გისურვებთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, მიიღეთ თქვენი თავი, გახდით ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ.

და რაც მთავარია! ჰკითხეთ თქვენს თავს, რატომ იწვევს სხვა, სრულიად უცხო ადამიანის ფოტო (რომელიც შეიძლება გულწრფელად არ მოგწონდეთ და ეს ნორმალურია), ასეთ აგრესიას და გაღიზიანებას თქვენში!

გულწრფელად უპასუხეთ ამ კითხვას და შეცვალეთ, შეცვალეთ, შეცვალეთ დამოკიდებულება სამყაროს მიმართ!“

image

0
188
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0