x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოსკოვში ხინკლის ჭამაში გამარჯვებულს 6500 დოლარს გადასცემენ
image

პირველად ისტორიაში რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ხინკლის ჭამის ჩემპიონატი გაიმართება., ტურნირის ორგანიზატორის, ქსელის "Кафе Хинкальная " განცხადებით. გამარჯვებული მიიღებს 500 ათას რუბლს, (6500 აშშ- დოლარის ეკვივალენტი) ხოლო მეორე ადგილზე გასული iPhone 13 Pro Max.


მესამე ადგილზე გასული მიიღებს 50000 (650 აშშ დოლარი)რუბლის ღირებულების სერთიფიკატს, რის შემდეგაც ეს თანხა შეუძლია მოიხმაროს ხინკლის ქსელში სტუმრობისთვის .

image


ჯერჯერობით მონაწილენი შესარჩევი ეტაპის მოლოდინში არიან, რომელიც 15 თებერვლიდან დაიწყება და 6 მარტამდე გაგრძელდება.ფინალი გაიმართლება 13 მარტს, 13 ხინკლის ქსელში და 13 დღის განმავლობაში და გამარჯვებული გამოვლინდება 130 ფინალისტს შორის.

შესარჩევმა კონკურსანტებმა ერთ წუთში რაც შეიძლება მეტი ხინკალი უნდა შეჭამონ.ზოლო ფინალისტებს უკვე ორი წუთი ეძლევათ ხინკლის შესაჭმელად.


კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია "Кафе Хинкальная საიტზე და 2 500 რუბლის გადახდა.



image

ხინკლის წარმოშობაზე ბევრს დაობენ, თუმცა ერთი რა უდავოა, რომ იგი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონების კულტურის განუყოფელი ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რაიონებში, შემდეგ კი ბარში.


"ხინკალი" ნახსენები აქვს სულხან-საბა ორბელიანს ლექსიკონში, თუმცა განმარტება განსხვავებულია და იგი დუმის შაშხად არის მოხსენიებული, რაც იმას მიანიშნებს, რომ მაშინ XVII და მომდევნო საუკუნეში საქართველოში ხინკალს, როგორც ასეთს, დღევანდელი კლასიკური გაგებით არ იცნობდნენ.მართლაც, კახეთსა და თუშეთში იგი – მე-19 საუკუნიდან არის უკვე ცნობილი, ხოლო ხევსურეთში შედარებით უფრო გვიან, მე-20 საუკუნეში გავრცელდა. ფშავში ხინკალი მზადდებოდა ხახვით, პილპილით, ბეგქონდარათი ან კვლიავით. ხინკალს აუცილებლად ურევდნენ მცირე რაოდენობით დაკეპილ პიტნას, რაც კერძს საოცარ არომატს სძენდა.


ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ხინკლის ფორმა, თავისი ნაოჭებით, ბორჯღალს წააგავს. ქართველებისთვის კი ბორჯღალი არის მზის, სიცოცხლის, მარადი მოძრაობის სიმბოლო, რომელსაც, სავსებით შესაძლებელია, თავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდა.


ხინკალი უნდა იყოს 28 ნაოჭიანი. 28 მზის წელთა რიცხვია (მზე ცის სფეროს დიდ წრეზე გარშემოვლას ზუსტად 28 წელი უნდება). ხინკლის კუჭი ნიშნავს მზეს, ხოლო ნაოჭები – მზის სხივებს. ხინკალს ჩვენი წინაპრები კვირადღეს, ანუ მზის დღეს, ამზადებდნენ (კვირადღეს ძველქართულად “მზისა” ანუ “საუფლო დღე” ერქვა), ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ხინკალი და ბორჯღალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

0
262
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0