x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სააკაშვილს ფარისევლურად ეკეთა დიდი ჯვარი, ამით ჩემი წარმოდგენა წაშალა, ყველაფერზეა წამსვლელი“ - დომენიკ მანგო
image


მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი მხადრამჭერი გაუნაწყენდა. პოპულარული სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ (კუკური) მანგო ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი და ის მის გულს ვეღარასოდეს ვერ მოიგებს.. არადა, დომენიკ მანგო ბოლო წლებში მუდმივად ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოხიციებით გამოირჩეოდა.


„მიხეილ სააკაშვილზე ჩემი წარმოდგენა სამუდამოდ წაიშალა. ბოლო სასამართლო სხდომაზე შევნიშნე, რომ უკრაინის მაისური ეცვა, ყელზე ეკიდა დიდი ზომის ჯვარი, რომელიც მაისურის ზემოდან ჰქონდა საჩვენებლად გადმოდებული. ამით ის მორწმუნეებს ერთგვარ მესიჯს უგზავნიდა, რომ აი ნახეთ, მე როგორი მორწმუნე ვარო. მორწმუნეობა სულაც არ განისაზღვრება იმით, რა ზომის ჯვარს დაიკიდებს ადამიანი, მორწმუნეობა საღვთო საქმეების კეთებაა. მას შეეძლო ჯვარი მაისურის ქვეშ დაემალა და ასე აშკარად არ გამოეჩინა, მაგრამ მიზანმიმართულად, საჩვენებლად მოიქცა ასე. წინაზე ადრევ ცნახე ასეთი რამ. ის ამით ქულების დაწერას და ხალხის გულის მოგებას შეეცადა. ფარისევლობაა ეს. ჯვრით მანიპულირება იყო ბოლო წერტილი და მას შემდეგ ის ვეღარასდროს იქნება აღქმული ჩემთვის გულწრფელ ადამიანად. ხვალვე რომ გამოვიდეს სააკაშვილი ციხიდან და რაც არ უნდა გააკეთოს, ის ვეღარ მოიგებს ჩემს გულს. ამით ბევრი რამ გამოჩნდა, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო აცხადებს.

.


ნახეთ მისი ვიდეო-მიმართვა⇓

1
389
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
389
  
2022, 11 თებერვალი, 22:45
დედას გაფიცებთ სე კუკურაა დომენიკო თუ მანგო ვინღაა ესეც დეპუტატია???????? ოი ბლიიიინ
0 1 1