x
ღრძილის რეცესია. რა იწვევს მას და როგორ ვუმკურნალოთ?
image
ღრძილების რეცესია - ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ღრძილი თანდათანობით იწევს ზემოთ, აღარ ფარავს ფესვს და ვიზუალურად კბილი უფრო გრძელი ჩანს. ღრძილის რეცესია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, პროცესი ნელა და უმტკივნეულოდ ვითარდება.რეცესიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს კბილის მომატებული მგძნობელობა, ასევე კბილი შეიძლება ჩანდეს უფრო გრძელი ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. ზოგ ადამიანს გენეტიკურად აღენიშნება ღრძილების თხელი ბიოტიპი, რაც რეცესიისადმი მიდრეკილებას ზრდის. არ შეიძლება ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვება, რადგანაც იგი პროგრესირებს.

გამომწვევევი მიზეზები:

-პაროდონტის დაავადებები

-გენეტიკა- ზოგ ადამიანს გენეტიკურად ღრძილი თხელი აგებულების აქვს, ასეთი ღრძილი მიდრეკილია რეცესიებისკენ


-მოსახსნელი პროთეზების სამაგრები შეიძლება ატრამვირებდეს საყრდენ კბილებს და იწვევდეს რეცესიას

-ტუჩებზე არის ბუნებრივი ჭიმები, ზოგჯერ გენეტიკურად ჭიმები ისეა განლაგებული კბილებთან მიმართებაში რომ საუბრისა და კვებისას მუდმივად ქაჩავს ღრძილის ქსოვილს, რაც რეცესიის მაპროვოცირებელია

-მოწევა და ნებისმიერი სახის თამბაქო.

-კბილების უხეში, ინტენსიური და ძალდატანებითი ხეხვა.

-პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და დაგროვებული ბაქტერიული ნადები (კბილის ქვები )

-ხშირია ბრეკეტებით კბილების გასწორებისას.

კლასიფიკაცია:
სტომატოლოგიაში ღრძილების რეცესიის 4 ძირითადი კლასი არსებობს:

1 კლასის ღრძილის რეცესია. იგი ხასიათდება თავისუფალი ღრძილების დეფიციტით. ინტერპროქსიმალურ ადგილებში პათოლოგიური ცვლილებები არ არის.
2 კლასის ღრძილის რეცესია. კლინიკურად არსებობს მიმაგრებული ღრძილის აპიკალური გადაადგილება. ინტერდენტალური ძვლის სიმაღლე და სტრუქტურა არ არის დარღვეული.
3 კლასის ღრძილის რეცესია. შერწყმულია აპროქსიმალური ზედაპირების და ღრძილის უმნიშვნელო აპიკალურ მიგრაციასთან.
4 კლასის ღრძილის რეცესია. ახასიათებს ძვლისა და ღრძილის წრიული რეცესია კბილის ყველა ზედაპირზე და ინტერდენტალურ სივრცეებში.

გავრცელების მიხედვით ღრძილების რეცესია იყოფა ლოკალურ და გენერალიზებულ რეცესიებად; ეტიოლოგიის მიხედვით – ტრავმულ, სიმპტომურ და ფიზიოლოგიურ რეცესიად.

სიმპტომები:

-ესთეტიკური დისკომფორტი – ღრძილის ზემოთ აწევის გამო (ქვედა ყბაზე ქვემოთ დაწევისას) პირის ღრუში გამოჩნდება კბილის ფესვი, ამიტომ კბილი ვიზუალურად დაგრძელებული გვეჩვენება

-ჩანს კბილის ფესვი – ნორმაში ღრძილი კბილის ფესვს მთლიანად ფარავს და პირის ღრუში მხოლოდ კბილების გვირგვინები ჩანს, თუმცა რეცესიის დროს ეს ნორმა ირღვევა და კბილის ფესვის დანახვა თავისუფლად შეიძლება.

-მომატეებული მგრძნობელობა- თუ კბილის ფესვი არ არის დაფარული ღრძილით აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა, ძირითადად ცივზე.

-კარიესი – როდესაც ვითარდება ღრძილის რეცესია და კბილის ფესვი აღარ იფარება ღრძილით, ის ადვილად მისაღწევია ბაქტერიებისთის, ამიტომ ვითარდება ფესვის კარიესი.

მკურნალობა:

რეცესიის დაფარვა ხდება მხოლოდ ქირურგიული გზით, შესაძლებელია აწეული ღრძილის ჩამოტანა ან /და სასიდან გადმონერგვა. ოპერაცია წარმატებულია პირველი და პეორე კლასის შემთხვევაში. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე კეთდება პლასტიკა, მით უკეთესია ოპერაციული შედეგი.


0
184
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0