x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134598
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
"ჩემამდე მკერდი ოთხმა მსახიობმა გამოაჩინა" - ია ფარულავა
image ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქშოუ „ღამის პრაიმტაიმის“ ანონსს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ამონარიდებთან ერთად მსახიონ ია ფარულავას რეპლიკაც არის, სადაც ამბობს, რომ ის პირველი ქალი არ არის ქართულ კინემატოგრაფიაში, ვინც მკერდი გამოაჩინა:


"ჩემამდე მკერდი გამოაჩინა ოთხმა მსახიობმა"



როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს, ღამის პრაიმტაიმში საუბარი იქნება მსახიობი ქალების პროფესიულ იარლიყებზე და სტერეოტიპებზე.



შეგახსენებთ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკიდან დაბრუნებულმა ია ფარულავამ გიორგი შენგელაიას პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმში „სიყვარული ვენახში“ ლიას როლი ითამაშა, სადაც მკერდი გამოაჩინა. ფილმმა ფარულავას არნახული პოპულარობა მოუტანა.



"ბატონ გიორგი შენგელაიას 1997 წელს შევხვდი... მაშინ ამერიკაში ვცხოვრობდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგი შენგელაია იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმს "სიყვარული ვენახში", რომელიც გერმანული პროდუქცია იქნებოდა და საქართველოსთვის არ იყო განკუთვნილი. ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოვედი, შევხვდი გიორგი შენგელაიას, რომელმაც როლზე მაშინვე დამამტკიცა. ფილმის გადაღებები გურჯაანში მიმდინარეობდა და ბატონ გიორგისთან მუშაობის პროცესი მეტად სასიამოვნო იყო."-იხსენებს ია ფარულავა ერთ-ერთ ინტერვიუში.

image

ძნელია სათქმელია ვის გულისხმობს ია ფარულავა მანამდე მკერდის "ოთხჯერ გამოჩენაში" რადგან სულ თითებზეა ჩამოსათვლელია მე-20 საუკუნის ის ქართულ ფილმები, სადაც ჩანს ქალის შიშველი სხეული, ისიც ხშირად ნაწილობრივ, მაგალითად:ნარგიზა „ნატვრის ხეში“, 1976, მარგარიტა „შერეკილებში“, 1973 ან ძალადობის სცენა-კიკუ „დათა თუთაშხიაში“ 1978, ხათუნა იოსელიანის პერსონაჟი „ცარიელ სივრცეში“, 2001.


0
198
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0