x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
CNN-ის დირექტორს, კოლეგასთან რომანის გამო, თანამდებობა დაატოვებინეს
imageCNN-ის დირექტორი ჯეფ ცუკერი თანამდებობას ტოვებს. The New York Post-ის ცნობით, მისი გათავისუფლების მიზეზი კოლეგასთან რომანის გამო აგორებული სკანდალი გახდა.


თავად ეს ამბავი სრულიად შემთხვევით გამჟღავნდა ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ კუომასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალური საქმის გამოძიების დროს, რომელიც ქვეშევრდომების შევიწროებაში იყო ბრალდებული.


კუომოს ძმა, კრისი მუშაობდა CNN-ში და ტელეარხმა შეამოწმა, მათი თანამშრომელი საკუთარი ძმის ამბავზე სწორედ აშუქებდა თუ არა პრესას და როგორი რეაგირება ჰქონდა სკანდალზე.

image


- კრის კუომოს შესახებ გამოძიების ფარგლებში, მე გამომკითხეს ნებაყოფლობითი ურთიერთობის შესახებ ჩემს უახლოეს კოლეგასთან, რომელთანაც 20 წელზე მეტი ვმუშაობ. ვაღიარებ, რომ ეს ურთიერთობები ბოლო წლებში განვითარდა. როცა ეს ურთიერთობა დაიწყო, უნდა მეღიარებინა მაგრამ ეს არ გავაკეთე... შევცდი. ამასთან დაკავშირებით დღეს მე ვტოვებ თანამდებობას“, - განაცხადა ცუკერმა.


აღსანიშნავია, რომ ცუკერის საყვარელი სკანდალის შემდეგ კომპანიაში დარჩა. საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე და ამავე დროს მარკეტინგის დირექტორზე ელისონ გოლუსტზე რომელიც, სხვათა შორის, იმავე ყოფილ გუბერნატორ ენდრიუ კუომოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორადაც მუშაობდა. ქალბატონმა დაადასტურა მათი რომანი, რომელიც, სავარაუდოდ, კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყო.

image

თუმცა, გოლუსტის ბევრი კოლეგა მის განცხადებას სკეპტიკურად უყურებს და მიაჩნიათ, რომ წყვილის ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიწყო და ზოგადად ეს იყო „ საიდუმლო", რომელიც კომპანიაში ყველან იცოდა.


ცუკერი და გოლუსტი ერთმანეთს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცნობდნენ, მათ ერთად დაიწყეს მუშაობა NBC-ში.

image

CNN-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ირონიულად შენიშნა: „ის, რომ მათ ერთად სძინავთ, მეორე ყველაზე შოკისმომგვრელი ამბავია იმის შემდეგ, რომ რომის პაპი კათოლიკეა“.


პრინციპში, საშინელი არც არაფერი მომხდარა, რადგან ამ "ინტრიგის" ორივე მონაწილე ზრდასრული და ჭკუდამჯდარი ადამიანია, მით უმეტეს, რომ ორივენი ჯერ კიდევ 2010-იანი წლებიდან არიან განქორწინებულები. მაგრამ CNN-ის თანამშრომლებს კორპორატიული ეთიკით მიხედვით მოეთხოვებათ თავი აარიდონ სასიყვარულო ურთიერთობას კოლეგებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეშევრდომებს.


image

ასევე იხილეთ

ისრაელში ქალაქ ბაერ-შევის მცხოვრები ქალი ქმარს ეწუწუნებოდა მოწყენილობისა და დეპრესიის გამო, რომელიც მას ბოლო პერიოდში აწუხებდა. ის ხშირად ოხრავდა და სევდიანად იხსენებდა ბავშვობის დროინდელ ბალეტის გაკვეთილებს. მამაკაცმა ვერ იპოვა ბალეტის კურსები მოზრდილებისთვის, მაგრამ მან მტკიცედ გადაწყვიტა საყვარელი ცოლი დეპრესიისგან ეხსნა, ...


მაშინ 19 წლის იყო კორტნი აირლენდ-აინსვორტი, როდესაც "ინსტაგრამზე"30-მდე ყალბი პროფილი შექმნა, შემდეგ კი პოლიციას განუცხადა, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებების უკან მისი ყოფილი შეყვარებული ლუი ჯოლი იდგა, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. გოგონა ყოფილი შეყვარებულის სახელით საკუთარ თავს მუქარის შემცველ წერილ...


ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი ინციდენტი მოხდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში. ადგილობრივმა საქორწინო სახლმა უკვე მოახერხა ყველაზე სწრაფი განქორწინების რეგისტრაცია და ძნელად თუ ვინმე შეძლებს ამ რეკორდის მოხსნას, რადგან საქმრო ოფიციალურად დაშორდა პატარძალს ქორწილის დროს, იუწყება გამოცემა Gulf News. ასეთი ელვისებური გაყრას, კო...


"ახალი ამბავი: ცოტა ხნის წინ მოსკოვში გამოჩდნენ სრულიად შიშველი ადამიანები (ქალები და მამაკაცები) მხრებზე გადაფენილი ლენტით და წარწერით: ძირს სირცხვილი. ტრამვაიში ჩასხდნენ. ტრამვაი გააჩერეს, ხალხი აღშფოთდა, - წერდა ბულგაკოვი თავის დღიურში 1924 წელს. ეპოქის დასასრულმა მოიტანა წარმოუდგენელი რამ - პირველი

0
183
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0