x
image
მწერალი
Mediator image
შავი მაგიის 2000 წლიანი რეცეპტები

imageდანამდვილებით ცნობილი არ არის, რამდენად ძლიერმომქედი იყო შავი მაგიის წყევლა, რომელსაც ძველი რომაელები მიმართავდნენ. მაგრამ თუ მათ ათასხუთასი წლის შემდეგაც მოაღწიეს ჩვენამდე, როგორც ჩანს, თვით რომაელებს ისინი “ჩამოსაწერად" სულაც არ მიაჩნდათ. ესპანეთში, სარაგოსის უნივერსიტეტის პროფესორმა სელი სანჩეს ნატალიასმა ტყვიის ორი ფირფიტა გაშიფრა. როგორც გაირკვა, მათ სწორედ შავი მაგიის რიტუალებისთვის იყენებდნენ.

ფირფიტები, რომელიც სულ მცირე 1600 წლისაა, იტალიაში, ბოლონიის არქეოლოგიური მუზეუმის საცავში მეცხრამეტე საუკუნიდან ინახებოდა, თუმცა მათი შინაარსი უცნობი იყო.

პროფესორი ნატალიასი აღნიშნავს, რომ ორივე არტეფაქტზე გამოსახულია ღვთაება, წინასწარი დასკვნებით, მთვარის შუქის ქალღმერთი ჰეკატა.

ქალღმერთის თავიდან გველი გამოდის, რაც მეცნიერის აზრით ნიშნავს, რომ წყევლის აღსრულების იარაღად სწორედ ეს ქვეწარმავალი იგულისხმებოდა.


პირველი წყევლის სამიზნე სენატორი იყო, სახელად ფისტი. წყევლის მიზანი კი მისი კიდურების სრული დაშლა.

ორივე ფირფიტა ლათინურად არის დაწერილი სხვადასხვა ადმიანის მიერ.

თავად წყევლის ობიექტები მათზე მუმიებად არიან გამოსახული, გულზე ხელდაკრეფილი. თითოეულ მსხვერპლს ორივე ხელზე საკუთარი სახელი აქვს ამოტვიფრული.

სელია სანჩეს ნატალიასი ამბობს, რომ ამ ტიპის წყევლა რომის იმპერიის გვიანდელ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული.

0
111
3-ს მოსწონს
ავტორი:მწერალი
მწერალი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0