x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სულ რომ ცრემლები წამოუვიდეს, საქმით თუ არ დაამტკიცა, რომ ნანობს, მხოლოდ სიტყვები არაფერია – თორნიკე დავითაშვილი
image


"შეიძლება ითქვას, 21-ე საუკუნის ადამიანია და გასულ საუკუნესთან არც არაფერი აკავშირებს. მამამისი – კობა დავითაშვილი პოლიტიკაში სწორედ ამ ორი საუკუნის მიჯნაზე მოვიდა" - ასე იწყებს მის მორიგ რესპონდენტზე საუბარს გოგი გვახარია.


თორნიკე დავითაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ 1 წელი იცხოვრა მე-20 საუკუნეში. მიხეილ სააკაშვილი თორნიკეს ნათლია და წარსულში, მამის პოლიტიკური ოპონენტი იყო.


თორნიკე ასევე ამბობს, რომ ნათლიის არ სჯერა და რომ მიხეილ სააკაშვილი პოპულისტია. ნათლიას ნათლული სასჯელის მოხდას ურჩევს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მისთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი იქნება.


“ნათლიაჩემს შეცვლის არაფერი ემჩნევა. ალბათ, ვერ აცნობიერებს რა დააშავა. ადამიანი ვერ შეიცვლება იქამდე, თუ არ გაიაზრებს რა გააფუჭა და რა არასწორი ნაბიჯები გადადგა.


დღემდე ჰგონია, რომ რაც გააკეთა ყველაფერი ეპატიება, რომ მოდიოდა აქ იას და ვარდებს დაახვედრებდნენ, რომ მიშაა ქვეყნის აღმშენებელი, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა არაკანონიერად უცხოეთის მოქალაქემ და რას ელოდებოდა, ძალიან მაინტერესებს?!” – ამბობს თორნიკე დავითაშვილი.


კითხვას, მას ციხიდან წერილი რომ მოსწეროს ექსპრეზიდენტმა ნათლიამ, გაუკვირდება თუ არა, გარდაცვლილი პოლიტიკოსის შვილი ამ კითხვას ასე პასუხობს:


“არ გამიკვირდება, მაგრამ ნათლიაჩემი რომ ნათლიაჩემია რაში დაემჩნა, არანაირი ქმედეთი საქმით მას ეს არ დაუმტკიცებია… ნათლიაჩემი არის ძალიან დიდი პოპულისტი, მას არ ვენდობი… სულ რომ ცრემლები წამოუვიდეს, საქმით თუ არ დაამტკიცა, რომ ნანობს, მისი სიტყვები ჩემთვის ფურცელზე სიტყვებია. იმიტომ რომ არ ვენდობი, არ არის სანდო ადამიანი.


აღიაროს საკუთარი დანაშაული იქ, სადაც მიუძღვის და მოიხადოს სასჯელი, ისე როგორც იმსახურებს. გადასარევად იცის, რას იმსახურებს. თვითონაც იურისტია და ძალიან კარგად იცის… ეს იქნება ჩემთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი…” – ამის შესახებ კობა დავითაშვილის შვილმა, თორნიკე დავითაშვილმა “რადიო თავისუფლების” გადაცემაში “შვილი” ისაუბრა.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0