x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"მიშამ მეგის ქარდავას 2 501 კვმ კოჯრის ტყე გადასცა!.. რაო მიხეილ, აკი არ ვიცნობდიო?" - თამთა მეგრელიშვილი
image

თამთა მეგრელიშვილის თქმით, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის #16/11/05 განკარგულებით მეგის ქარდავას ძმას კოჯიორში მდებარე 2 501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ტყის ზონა) გადაეცა.


თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში დოკუმენტს აქვეყნებს.


"ეს იმ სერიიდანაა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი რეჟიმის ჯალათებს ქონებას რომ საჩუქრად ურიგებდა და ახლა უარყოფს, მათთან ნაცნობობასაც კი გამორიცხავს.


2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის #16/11/05 განკარგულებით ლევან ქარდავას (მეგის ქარდავას ძმას) 1 ლარად კოჯორში მდებარე 2 501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ტყის ზონა) გადაეცა. (საკადასტრო კოდი: 81.01.06.325).


რაო, მიხეილ, აბა, მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?!იცნობდი და თან როგორ - ქონებასაც ჩუქნიდი“, - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.



0
567
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0