x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მომილოცეთ – ფრენდებიდან ამომშალა, და ამათ უნდათ არჩევნების მოგება?"- რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა გვარამია და მაია ორჯონიკიძე

image


პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ ნიკა გვარამიამ ის ფეისბუქმეგობრებიდან წაშალა. "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი და ერთგული თანამოაზრე, პუბლიცისტ, ნათია მეგრელიშვილისადმი სოლიდარობის გამო "დასაჯა".


"მომილოცეთ – გვარამიამ ფრენდებიდან ამომშალა ფორმალურად – ნათია მეგრელიშვილისადმი სოლიდარობის გამო, რეალურად – მელიასადმი ჩემი პოზიციის გამო. ჰო, ნათიაც ამოშალა. და ამათ უნდათ არჩევნების მოგება?


თუმცა რაღაის არჩევნები და რაის მიშა?! ვინმეს ახსოვს ან ერთი ან მეორე? პრიორიტეტების მიხედვით საზოგადოების კრისტალიზაცია გრძელდება" - წერს მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში და ნათია მეგრელიშვილსა და ნიკა გვარამიას შორის მიმოწერის სქრინებს ავრცელებს, რომელთა "დალაიქების" გამო მან ის მეგობრებიდან ამოშალა. ყველაფერი კი გვარამიას ფეისბუქპოსტით დაიწყო:


image


რასაც მის სტატუსზე მალევე პუბლიცისტ ნათია მეგრელიშვილის საპასუხო რეაქციაც მოჰყვა:


imageimageimage


image


"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, მაია ორჯონიკიძის თქმით, სწორედ მის ზემოაღნიშნულ კომენტარს შეეწირა მისი გვარამიასთან "ფრენდობაც".


image





0
1023
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1023