x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩაიცვი ვარდისფერი ტრუსები და აპატიე ღალატი": ინ@იმური - რჩევები კარგი ცოლისთვის წარსულიდან
image


მეოცე საუკუნეში ბევრმა ქალმა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო მამაკაცთან საწოლში. "სასიყვარულო საქმეების" შესახებ სუსტი სქესის წარმომადგენელთა განათლების მიზნით სპეციალური ბროშურებიც კი გამოიცა, სადაც დეტალურად იყო ახსნილი - თუ როგორ უნდა გამხდარიყავი კარგი ცოლი.


image




პირველი საქორწინო ღამე


image


50-იანი წლების ქალისთვის ინტიმური პროცესი უხერხულ მომენტს წარმოადგენდა. ექიმი კლიფორდ ადამსი, 1952 წლის ჟურნალ "The Modern Bride"-ში ქალებს ურჩევდა: "ახალგაზრდა ცოლისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება, თუ მისი ქმარი თავს მოიკატუნებს, რომ მას თითქოს რაღაც საქმეები აქვს მოსაგვარებელი და ცოლს თავის მოსაწესრიგებლად ცოტაოდენ დროს მისცემს. მას შეუძლია ის გააფრთხილოს კიდეც რომ 15-20 წუთით დატოვებს მას, ამით ის საკუთარ პარტნიორს საშუალებას მისცემს რომ ტანსაცმელი გამოიცვალოს და ლოგინში დაწვეს".






იყავით სექსუალურები.... მაგრამ არა ზედმეტად


image


ფსიქოლოგები ქალებს ინტიმური აქტივობისას ზომიერების დაცვას ურჩევდნენ, რადგან ქალი შეიძლებოდა "სექსუალურ ვამპირად" ქცეულიყო. ექიმი რობინსონი ამბობს: "როგორც ვამპირი წოვს სისხლს თავის მსხვერპლს, ასევე იქცევა ქალი - ვამპირიც, რომელიც შთანთქავს კაცის სიცოცხლეს და აქცევს მას მსხვერპლად. განსაკუთრებით ეს 30-დან 50-წლამდე ქალბატონებმა უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც გათხოვების შემდეგ თავიანთ მოთხოვნებში შურაცხადები ხდებიან, თუმცა არა მხოლოდ ამ ასაკში შეიძლება გადაიქცნენ ქალები "სექსუალურ ვამპირებად", ისინი ასევე გვხვდებიან ოცი წლის გოგონებში და ხანდაზმულებშიც კი".






და, რაღა თქმა უნდა, ვარდისფერი ტრუსები!



imageimage


ექიმი რობინსი განმარტავს, "საცვლები იდეალურად სუფთა რომ უნდა იყოს - ეს უდაოა, მაგრამ გარდა ამისა, ყველა ქალმა უნდა ატაროს საუკეთესო ხარისხის საცვალი. ფერი - სასურველია იყოს ვარდისფერი. ასევე, არშიები და მაქმანები ქვედა საცვალს მიმზიდველობას მატებს და ისინი მამაკაცებს განსაკუთრებით მოსწონთ".




გღალატობთ? დაივიწყეთ!


image


წარსულში ქალს განქორწინებაზე ფიქრი შეიძლება თავშიც კი არ მოსვლოდა. რობინსონი განაგრძობს: "ჩემი რჩევაა - დაივიწყოთ და აპატიოთ, ან კიდევ უკეთესი იქნება თუკი დააჯერებთ რომ საერთოდ არაფერი იცით. შემთხვევითი ღალატი არ ნიშნავს იმას, რომ მას აღარ უყვარხართ. შეიძლება მას ისევე უყვარდეთ როგორც უწინ ან კიდევ უფრო მეტადაც კი!".








0
1354
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1354