x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეთქმულების თეორიები, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა
image

შეთქმულების თეორიები კაცობრიობას სულ მუდამ თან სდევს, მათ შორის ზოგი სრულ, დაუჯერებელ აბსურდამდეც კი მისული, არც მიმდინარე პანდემიაა გამონაკლისი, რა ვარიაცები აღარ მოვისმინეთ ამ ორი წლის განმავლობაში, როგორც წესი შეთქმულების თეორების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ადამიანების ან კონკრეტული დაჯგუფების ფანტაზიის ნაყოფია და სიმართლესთან არავითარი კავშირი არა აქვ, თუმცა იშვიათად, მაგარამ მაინც არსებობს შემთხვევები, როდესაც შეთქმულების თეორია სიმართლე აღმოჩნდა, სწორედ ქვემოთ მათზე გვექნება საუბარი.



1)პრეზიდენტი ნიქსონი-მმართველობის ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტ ნიქსონს საშინლად პარანოიდული შიშები აწუხებდა. ამიტომაც, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ პენტაგონი მასზე ჯაშუშობდა, მოსახლეობამ მას უბრალოდ დასცინა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო წმინდა წყლის სიმართლე.

image


2)თამბაქოს ბიზნესი-გასული საუკუნის შუა ხანებში გავრცელდა ჭორი, რომ თამბაქოს კომპანიების ხელმძღვანელები მეცნიერებს აჩუმებდნენ და აფინანსებდნენ ცრუ კვლევებს, სადაც თითქოს დასტურდებოდა, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. ახლა, 70 წლის შემდეგ, აშკარაა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ჭორები.

image


3) ეინშტეინის კუნძული-ოცი წლით წინ გავრცელდა ჭორები მის შესახებ, სანამ გაირკვა, რომ ის ნამდვილად არსებობდა და ეს იყო სრული საშინელება.

ჯეფრი ეპშტეინი- ოდესღაც შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმდიდრესი ფინანსისტი იყო. მამაკაცი 2019 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ახლახან დადასტურდა, რომ კუნძულზე, საკუთარ ციხესიმაგრეში ყოფნის დროსაც მან მოაწყო გარყვნილების ნამდვილი ბუდე, სადაც სხვა გავლენიან პიროვნებებთან ერთად აუპატიურებდნენ და რყვნიდნენ არასრულწლოვან გოგონებს.

image

4)შაქარი ჯანმრთელობისთვის საზიანოა-იყო თეორია, რომ შაქრის ინდუსტრია მეცნიერებს უხდის იმაში, რომ კვლევების დროს მხოლოდ ცხიმს და არა შაქარს დააბრალონ გულის და სხვა დაავადებები.

ეს ყველაფერი საიდუმლოდ ინახებოდა ათწლეულების განმავლობაში. მხოლოდ 2016 წელს გაირკვა "შაქრის მეფეების" შეთქმულება, მაგრამ ნახევარ საუკუნოვანი ცრუ მტკიცებულებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. ხუთი წლის შემდეგაც კი, ცოტამ თუ იცის შაქრის რეალური მავნე ზეგავლენა ორგანიზმზე.

image

0
612
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0