x
image
ქეთი1988
Mediator image
ცნობილი ადამიანები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებმაც ჰოლივუდში გზა მხოლოდ თავიანთი ნიჭის წყალობით გაიკვლიეს

ბევრი თვლის, რომ შოუ-ბიზნესსა და ჰოლივუდში ადგილის დასამკვიდრებლად საჭიროა მდიდარი ოჯახი და კავშირები, რომ ვარსკვლავები, რომლებსაც წითელ ხალიჩაზე ვხედავთ, ყოველთვის უდარდელად, ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს ასე სულაც არაა. ჰოლივუდში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ ნიჭის და შრომის შედეგად, საწადელს მიაღწია. აი რამდენიმე მათგანი:

1. ლეონარდო დიკაპრიო

ლეონარდო დედასთან ერთად ლოს-ანჯელესის ღარიბ უბანში ცხოვრობდა და საკმაოდ უჭირდათ კიდეც. ქალი რამდენიმე სამსახურში მუაობდა, რათაშვილისთვის საკვები ჰქონოდა. თავისი ნიჭის წყალობით დიკაპრიომ ადრეულ ასაკში დაიწყო, დადიოდა სხვადასხვა ქასთინგებზე და პატარ-პატარა როლებს იღებდა რეკლამებსა თუ სხვა პროექტებში. დღეს კი ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მაღალანაზღაურებადი ოსკაროსანი მსახიობია.image

2. ჯეტ ლი

დაიბადა პეკინში, ღარიბ ოჯახში. ის იყო მეხუთე და უმცროსი შვილი ოჯახში. 2 წლისას გარდაეცვალა. დედა ავტობუსის კონდუქტორად მუშაობდა და ოჯახს არ ჰქონდა საკმარისი ფული გამოსაკვებად. რვა წლის ასაკში ჯეტი, მთელ კლასთან ერთად, ჩაერთო სპორტულ უშუში - ესაა სკოლის ფიზიკური აღზრდის ჩინური ვერსია. სპორტთან გაცნობის შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ ექვსი თვის შემდეგ ბიჭმა სკოლა დატოვა და პეკინის უშუს აკადემიაში ჩაირიცხა.image

3. დემი მური

მამამ ოჯახი მიატოვა, როდესაც დემი ჯერ კიდევ დაბადებულიც არ იყო, დედამ კი უკვე ორსულმა დაიწყო დალევა. მამინაცვალიც ალკოჰოლიკი იყო და ამიტომ მშობლები მუდმივად სვამდნენ ბავშვს კი ყურადღებას არ აქცევდნენ, ვალებს იღებდნენ და ხშირტად გადადიოდნენ სხვაგან საცხოვრებლად. გოგონას სიცოცხლეს თანდაყოლილი სიელმეც ამძიმებდა. 1980 წელს მსახიობის მამინაცვალმა თავი მოიკლა და 16 წლის დემი იძულებული გახდა დაეტოვებინა სკოლა და ფული ეშოვა დედის ვალების დასაფარად, თავდაპირველად მოდელის კარიერას მიჰყვა, შემდეგ კი მეგობრის რჩევით მსახიობობაც სცადა.image

4. ჯიმ ქერი

ჯიმის მამამ სამსახური დაკარგა და მისი ოჯახი იძულებული გახდა ფურგონში ეცხოვრა. ჯიმმა სკოლა მიატოვა და 15 წლის ასაკში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, რათა ოჯახს დახმარებოდა ფინანსურად. წარმოუდგენელია, მაგრამ ბავშვობაში მსახიობი არავისთან ურთიერთობდა და ძალიან თავშეკავებული და არაკომუნიკაბელური იყო. ბავშვობაში კერის საყვარელი გატაცება იყო მიმიკების შეცვლა და მიბაძვა. აკეთებდა ბრეჟნევის და ჯეკ ნიკოლსონის პაროდიებს 11 წლის ასაკში კერიმ 80 პაროდია გაუგზავნა კეროლ ბარნეტის შოუს, მაგრამ პასუხი არ მიიღო. 15 წლის ასაკში მამამ ის მიიყვანა იაკ-იაკის კომედიურ კლუბში ქალაქ ტორონტოში და სწორედ იქ დაიწყო მისი, როგორც კომიკოსის კარიერა.image

5. სარა ჯესიკა პარკერი

სარა ჯესიკა პარკერის ახალგაზრდობა არ იყო მსგავსი მისი ეკრანული პერსონაჟის კერი ბრედშოუს მომხიბვლელ ცხოვრებასთან. ის დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში, სადაც მის გარდა კიდევ შვიდი ბავშვი იყო. ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა და ამიტომ მცირე ასაკიდან ყველა ბავშვი ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. არც სარა იყო გამონაკლისი. და მიუხედავად იმისა, რომ სახლს ხანდახან ელექტროენერგია არც კი ჰქონდა, დედა ახერხებდა იმდენი ფულის შეგროვებას, რომ ქალიშვილს ემღერა და ეცეკვა. დედის ძალისხმევის წყალობით დღეს პარკერი ცნობილი მსახიობი და პროდიუსერია.image

6. ჟერარ დეპარდიე

გამოჩენილი ფრანგი მსახიობი უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა - მამამისს წერა-კითხვაც კი არ შეეძლო. ოჯახის ფინანსური მდგომარეობაც არ ყოფილა სახარბიელო, ოჯახშიც მის გარდა კიდევ 5 ბავშვი იყო. სიღარიბის, ყურადღების და კომუნიკაციის ნაკლებობის გამო, ბიჭს მეტყველების პრობლემები შეექმნა. მალევე მიატოვა სკოლა და გარკვეული პერიოდი მუშაობდა ადგილობრივ სტამბაში. შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა კრივით. არასრულწლოვანი ჩაერთო კრიმინალურ თაღლითობაში და პოლიციაშიც კი მოხვდა აღრიცხვაზე. შემთხვევით დეპარდიე სამსახიობო კლასებზე მოხვდა სადაც მისი ნიჭი შენიშნეს და აქედან დაიწყო მისი კარიერაც.image

7. ჯეკი ჩანი

ის დაიბადა ღარიბ ოჯახში, ჩინეთში. მისი მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ მათ სურდათ 26 დოლარად მიეყიდათ თავიანთი შვილი ბრიტანელ მეან გინეკოლოგზე, რომელმაც დედამისი ამშობიარა. როდესაც ის შვიდი წლის იყო, მისი მშობლები სამუშაოს საძიებლად ავსტრალიაში წავიდნენ და ჰონგ კონგის პანსიონატში დატოვეს. აქ მიიღო ახალი მეტსახელი - დიდი ცხვირი, მას შემდეგ რაც სკოლის გაბრაზებულმა მასწავლებელმა ხელჯოხით ცხვირი გაუტეხა. თუმცა ამ სკოლაში ისწავლა აკრობატიკა, მსახიობობა და საბრძოლო ხელოვნება.image

8. კიანუ რივზი

კიანუ რივზის მამამ ოჯახი მიატოვა, როდესაც მსახიობი სამი წლის იყო. დედამისი ხშირად მოგზაურობდა და მამაკაცებს ხელთათმანებივით იცვლიდა, კიანუს ბავშვობის პერიოდში მან 4 ქმარი გამოიცვალა, ამის გამო რივზს და მის დებს დედის მშობლები და ძიძა ზრდიდნენ. ხუთ წელიწადში მან ოთხი სკოლა გამოიცვალა, საიდანაც გამუდმებით რიცხავდნენ, მოგვიანებით სკოლა მიატოვა და საშუალო სკოლის ატესტატიც არ აიღო, თუმცა მსახიობობით სკოლის პერიოდში დაინტერესდა და სხვადასხვა მიუზიკლებშიც იღებდა მონაწილეობას.image

9. ტომ კრუზი

მსახიობი ასევე ღარიბ ოჯახში დაიბადა, მამა არ ჰყავდა, დედას კი მუდმივი სამსახური არ ჰქონდა და ამის გამო ხშირად უწევდათ საცხოვრებლის გამოცვლა. კრუზს არაერთხელ გაუხსენებია ინტერვიუებში შიმშილობის დღეებიც. 18 წლის ასაკში ნიუ-იორკში გადავიდა თავდაპირველად კი ოფიციანტის დამხმარედ მუშაობდა, სამსახიობო კარიერის დასაწყებად კი ლოს-ანჯელესში გადავიდა და სატელევიზიო შოებში სცადა ბედი.image

10. ჰილარი სუონკი

ჰილარი მარტოხელა დედამ გაზარდა, სკოლაში სხვა ბავშვებიც კი დასცინოდნენ სიღარიბის გამო, როდესაც ჰილარი 15 წლის იყო, დედამისმა საბოლოოდ დაკარგა სამსახური და დედა-შვილი ხან მანქანაში ცხოვრობდა, ხან მეგობრებთან. პირველი როლებისთვის ახალგაზრდა მსახიობი გროშებს იღებდა, დღეს კი მისი ქონება ათობით მილიონს შეადგენს.image









0
356
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0