x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ისრაელში გეებს და მარტოხელა მამაკაცემს უფლება ექნებათ, სუროგატ დედების დახმარებით შვილები იყოლიონ

image

სუროგაციის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იგეგმება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იგეგემება ცვლილებები სუროგატი დედობის შესახებ კანონში, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან, რაც საშუალებას მისცემს გეი წყვილებს, ასევე მარტოხელა მამაკაცებს იყოლიონ შვილები სუროგატი დედების დახმარებით. ამის შესახებ იუწყება ებრაული მედია 9tv.

ისრაელში საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად: ერთნი ამ სიახლეს მიიჩნევენ ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის ბრძოლაში მთავარ გამარჯვებად, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი კანონის მიუღება დაუშველებლია.

დღეისათვის ბავშვის „შეკვეთის“ უფლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ დაქორწინებულ წყვილებს, რომლებშიც ბავშვები სამედიცინო მიზეზების გამო არ ეყოლათ. 2018 წლიდან ეს უფლება მარტოხელა ისრაელ ქალებსაც მიეცათ. ანუ წინა პლანზე წამოწეულია არა სურვილი, არამედ აუცილებლობაა. გარდა ამისა, სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობისთვის საჭირო იყო სპეციალური ნებართვის აღება.

ვარაუდობენ, რომ მარტოხელა მამაკაცებისთვის და თანაცხოვრები გეებისთვის, გამოყენებული იქნება სუროგაციის ვარიანტი, როდესაც ქალი ატარებს ანონიმური დონორისგან მიღებულ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს და დაბადებულ ბავშვთან არ იქნება ბიოლოგიურად დაკავშირებული. ეს მიდგომა მომავალში დაიცავს მამაკაცებს ალიმენტისგან ან ქალის მხრიდან ახალშობილის გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უახლოეს წარსულშიც კი ისრაელში ასეთი კანონპროექტის არა თუ მიღების, არამედ განხილვის ოდნავი შანსიც არ იყო. ახლა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს ღიად გეი, მომზადებული იურისტი და ყოფილი ჟურნალისტი ნიცან ჰოროვიცი, ცვლილებების მიღების ყველა შანსი არსებობს.

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0