x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა არის ცნობილი სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრების შესახებ?
image

მას შემდეგ რაც, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ორიოდე დღის წინ გამოეხმაურა სოფო ნიჟარაძის პატარა ქალიშვილს ელის მარია სააკაშვილს და საბოლოოდ მოუღო ბოლო ჭორებს და ამით ფაქტობრივად დაადასტურა გოგონას მამობა, კიდევ უფრო გაიზარდა საზოგადოების ინტერესი მომღერალ სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრების მიმართ.მანამდე საზოგადოებისთვის ჭორების დონემდე ცნობილი იყო მისი და ექს-პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ, თუმცა დღემდე მომღერალი ჯიუტად უარყოფდა ამას.


მაინც რა არის ცნობილი 36 წლის მომღერლის პირადი ცხოვრების შესახებ?



სოფო ნიჟარაძე 2001 წელს, 16 წლის ასაკში კარიერის გასაკეთებლად რუსეთში მიემგზავრება, სწორედ იქ ხდება პირველად ცნობილი მისი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ.პირველი იყო პაველ ბურე, მთელ მსოფლიოში განთქმული ჰოკეისტი, მისადმი ინტერესი ქართველებისთვის უფრო აქტუალური მაშინ გახდა, როდესაც ყვითელ მედიაში მისი და სოფია ნიჟარაძის რომანზე ალაპარაკდნენ.



სოფო ნიჟარაძემ, რომელიც პირადზე ყოველთვის ძუნწად საუბრობს, როგორც ჩანს

2017 წელს გამონაკლისი დაუშვა, როცა მან “პროფილში” თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და სავარაუდოდ ინტერვიუში პაველ ბურე იგულისხმა:



-მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინაც იგივე სიმღერამ შემიშალა ხელი. მითხრა, არავითარ შემთხვევაში შენი სიმღერა არ მინდაო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის. ის იყო რუსეთში ძალიან ცნობილი ბიჭი…



ერთხელ მქონდა ასეთი შანსი, ცხოვრებაში უნდა გადამედგა რაღაც ნაბიჯი, დამევიწყებინა ყველაფერი, დამეტოვებინა უკან და ახალი ფურცლიდან დამეწყო ყველაფერი. ეს იყო რამდენიმე წლის წინ და მეს ეს არ გავაკეთე. ახლაც მახსოვს ის ქუჩა თბილისში, სადაც მე ვიდექი და ვფიქრობდი… ვიფიქრე, რომ არ ვიყავი მზად მკვეთრი ნაბიჯებისთვის. იყო რაღაცები, რასაც ვერ გადავლახავდი, იგივე ხალხზე ვიფიქრე, რას იტყოდნენ. მოკლედ, არ გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ ჩვენ ახლა ერთად ვიქნებოდით. შეიძლება სიმღერისთვის საერთოდ დამენებებინა თავი და წავსულიყავი. ჰოდა, მაშინ რომ ვერ გადავწყვიტე, სიმღერისთვის დამენანებინა თავი, ამიტომ არ მოხდა არაფერი. თუმცა ვამბობ, რომ ამას ვნანობ, – მოუყვა მაყურებელს მომღერალი.

image






პარალელურად რუსულ მედიაში წერდნენ, რომ სოფო გათხოვდა თავის პარტნიორზე მიუზიკლიდან" რომეო და ჯულიეტა" ან­დრეი ალექ­სან­დრი­ნზე, წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში "კარ­მა ბარ­ში" გადაიხადა.


image

"მე უკ­ვე რო­მე­ო-­ვე­ტე­რა­ნი ვარ. ამ როლს ვთა­მა­შობ 2004 წლი­დან. მე ოთხი პარ­ტნი­ო­რი-­ჯუ­ლი­ე­ტა მყავ­და. მე და სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე დავ­ქორ­წინ­დით. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა სა­მუ­და­მო, რო­გორც შექ­სპი­რის გმი­რე­ბის. გა­სულ წელს გა­ვი­ყა­რეთ, თუმ­ცა დღემ­დე ვმე­გობ­რობთ".-ამბობდა ალექსანდრინი.

image

თუმცა მოგვიანებით ალექსნადრინმა უარყო, რომ სოფო ნიჟარაძეზე დაქორწინებული იყო, განაცხადა, რომ "სოფოს პატივს სცემს.როგორც ადამიანს და მუსიკოსს"


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფო დედასთან ერთად საქართველოში ბრუნდება.


მიხეილ სააკაშვილთან რომანის შესახებ ჭორები 2011-იანი წლებიდან იწყება, მაგალითად ადგილობრივები ხშირად ხედავდნენ სოფო ნიჟარაძეს ყვარელში, სააკაშვილის მიერ შეძენილ საკარამიდამო ნაკვეთში, იგი პრეზიდენტს თითქმის ყოველ ჩამოსვლის დროს დაყვებოდა.

შემდეგ იყო ჭორი, რომ სოფო ნიჟარაძეს და ტელეწამყვანს გიორგი გაბუნიას ჰქონდათ რომანი, თუმცა ამის შესახებ არცერთმა არც დაადასტურა და არც უარყო.

image

იყო კიდევ სოფოს და სააკაშვილის სკანადალური ფარული ჩანაწერი, რის გამოც მომღერალი პროკურატურაში დაიბარეს, საუბარი იყო რუსთავი-2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, სააკაშვილი და ნიჟარაძე სავარაუდო არეულობაზე საუბრობენ, სადაც მომღერალი ნოდარ მელაძეს "ჩაჯ...ულს" უწოდებს.



2014 წელს სოფო აშშ-ში გადადის საცხოვრებლად, სწორედ იქ ყოფნის დროს გავრცელდა ხმები, რომ სოფოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩააკითხა და ერთადაც ნახეს რამდენჯერმე, თუმცა ეს ჭორი უარყვეს მისმა მაგობრებმა და ნათესავებმა, ჭორი მალევე გაბათილდა, როდესაც სოციალურ ქსელში ნიუ-იორკში.ლინკოლნის ცენტრში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც სოფო და სააკაშვილი ერთად არიან ფოტოზე.

image

მალევე კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა, სააკაშვილმა ნიჟარაძეს მანჰეტენზე 42/7-ის ქუჩის კვეთაზე ბინა უყიდაო, რომელშიც ექს-პრეხიდენტმა 2 მილიონი დოლარი გადაიხადაო.ადგილობრივი ემიგრანტები ამბობდნენ, რამდენჯერმე დაინახეს სოფო და სააკაშვილი ერთადო.


შემდეგ ცნობილი გახდა სოფოს დაფეხმძიმების შესახებ, რომლის მამის ვინაობასაც საგულდაგულოდ მალავდა.2 ივნისს მომღერალმა გოგონა იმშობიარა.


მშობიარობის შემდეგ სოფო ფოტოებში ბავშვის სახესაც მალავდა.13 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის დროსაც კი, მხოლოდ აქ გახდა პირველად ცნობილი ბავშვის გვარი-ელის მარია სააკაშვილი.



რამდენიმე დღის წინ სოფომ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წითელ კაბაშია გამოწყობილი.ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოფოს დაუწერა:"რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში??", რაზეც სოფომ სმაილით უპასუხა.


image

image


0
808
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
808
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0