„ვიდეოს სამჯერ ვუსმინე და მაინც არ მჯეროდა, ეს იყო შოკი... ჩემი ადგილი შეიცვალა“ - სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი ოთხშაბათს "ფორმულას“ ეთერში, გადაცემა "დროებაში“ პირველად ისაუბრებს ბოლო თვეებში მომხდარ ამბებზე.
"დროების" ანონსიდან არ ჩანს, შეეხება თუ არა რულოვსი ოჯახის დანგრევის თემას, თუმცა ირკვევა, რომ მან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, როგორც მთელმა საქართველომ პირველად გავრცელებული ვიდეოდან გაიგო.
"თბილისში ვარ და არც ვაპირებ რომ სადმე წავიდე. პირველი ოქტომბერი იოლად არ დამავიწყდება. მე და ნიკოლოზი დარწმუნებული ვიყავით რომ აქ იყო. ჯერ ბათუმი და მერე თავის ვენახში ამოყოფს თავს-მეთქი".
რაც შეეხება სანდრა რულოვსის პირველ კომენტარს სააკაშვილისა და ლიზა იასკოს დაქორწინების შესახებ, რულოვსი ამბობს, რომ ეს იყო შოკი:
"ეს იყო შოკი ნამდვილად, სამჯერ ზედიზედ მოვუსმინეთ ვიდეოს და მაინც არ მჯეროდა. ჩემი ადგილი შეიცვალა", - აღნიშნავს რულოვსი.
სააკაშვილი ლიზა იასკოსთან ჩაწერილ ვიდეოში თავად ამბობს, რომ ყველა სხვა წინა ურთიერთობა დასრულებულია და ბოლო ხანს ის სწორედ ლიზა იასკოსთან დაქორწინდა.
სანდრა რულოვსი რომ ნაწყენია, იქიდანაც ჩანს, რომ არც ციხეში და არც საავადმყოფოში პატიმარ სააკაშვილის მოსანახულებლად სამი თვის განმავლობაში არცერთხელ არ მისულა.
"ზუგდიდში დღის ცენტრი მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ. ეს არის ჩემი "დრაივი", მოტივაცია. რაღაცნაირად თავისუფალ ვარდნაში ვართ. ეს მიშას ბრალი არ არის ეს რაღაც სხვისი ბრალია... შეიძლება რაღაც ფრაზა ვინანო... ბავშვებიც ამაყობენ მამით..." - ამბობს სანდრა რულოვსი.