x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩემი ორი ანგელოზი... შენს სისხლს არავის შევარჩენთ!" - მოკლული ორსული გოგოს და

image

"ჩემი ორი ანგელოზი????შენს სისხლს არავის შევარჩენთ გპირდები, შეხვედრამდეე ჩემო ტკბილო.."-წერს სოცილაურ ქსელში მოკლული ქეთი კეპულაძის და, მარიამ კეპულაძე.
შეგახსენებთ, 22 დეკემბერს ახალგაზრდა მამაკაცმა 5 თვის ორსულ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ერთი წლის შვილის თვალწინ გუშინ მიაყენა, შემდეგ 112-ში დარეკა და პოლიციას ჩაბარდა.
image
როგორც ირკვევა, დაკავებული მამაკაცი წარსულში 2-ჯერაა ნასამართლევი, მათ შორის, ძალადობაზე. მას ცოტა ხნის წინ გაუვიდა პირობითი მსჯავრის ვადა.ასევე ახლობლების თქმით, 22 წლის ქეთი კეპულაძე ქმრის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა. ის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ნათესავის ოჯახს აფარებდა თავს, თუმცა მოგვიანებით წყვილი შერიგდა და ორსული ქალი ოჯახს დაუბრუნდა.ირკვევა ასევე, რომ ახალგაზრდა კაცი დასაქმებული არ იყო და აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, ამის გარდა თურმე ფსიქიატრთან დადიოდა და წამლებსაც სვამდა.
image

"ყვე­ლა­ფე­რი ჩაგ­ვშხამ­და, ჯო­ჯო­ხეთ­ში ვართ ყვე­ლა­ნი. დე­ი­და­ჩემს და ბი­ძა­ჩემს აზრი არ მო­ე­კი­თხე­ბათ, გა­თი­შუ­ლე­ბი არი­ან. ჯო­ჯო­ხე­თი მოგ­ვი­წყო ამ მა­ნი­აკ­მა, ქეთი 6-ჯერ აქვს დანა ჩარ­ტყმუ­ლი, სულ მუ­ცელ­ში ურტყია, მე­ექ­ვსე ჭრი­ლო­ბა ყელ­ში აქვს და სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა გოგო", - განაცხადა ambebi.ge-სთან საუბრისას ვარკეთილში ქმრის მიერ მოკლული 22 წლის ქეთი კე­პუ­ლა­ძის დე­ი­დაშ­ვილი ელე­ნე კა­ჭა­რა­ვა.

ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

image

2
228
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
2021, 24 დეკემბერი, 11:27
ეხლა ყველაფრის აზარტულ თამაშებზე აკიდება,რა უბედურება გვჭირს და რა არასრულფასოვანი ინდივიდებით არის სავსე ეს ქვეყანა. ფსიქოპატი აზარტული თამაშებითაც ფსიქოპატია და მის გარეშეც. გაჰყვირიან,რომ ოჯახები უბედურდება ამითო. ოჯახი მიტომ უბედურდება,რომ ღარიბია და ელემენტარული საკვების ფულის პრობლემა აქვს. სიღარიბეზე არავინ საუბრობს,მხოლოდ აზარტული თამაშები. სხვის უბედურებაზე საკუთარი სარგებელი არ უნდა ააწყოო,მსგავსი აფსურდი არ მომისმენია არსად. 600000 დასაქმებულია კერძო სექტორში და მათ კმაყოფაზე ზის ყველა საჯარო მოხელე და სოციალურად დაუცველები,რა ეს არ არის სხვის უბედურებაზე სარგებელის მიღება? პრობელმა რო გადაჭრა,უნდა იცოდე გამომწვევი მიზეზი და ლუდომანიის გამომწვევი არის სირარიბე. სიღარიბეს იწვევს ბევრი რეგულაცია და მაღალი გადასახადები. ამას მიხედეთ და იმასაც მიეხედება
2021, 24 დეკემბერი, 11:19
აქამდე ხელოსნად მუშაობდაო და ეხლა გახდა ყომარბაზი,თან არავის უხსენებია ნასამართლეობა თუ ქონდა. კაი დავუშვათ,რომ ლუდომანიით შეპყრობილი იყო და ჭედავდა,ასევე მოძალადე ყოფილა,თან ოფიციალურად პოლიციაში გაფორმებული,მაშინ ისმის კითხვა,რატომ გაყვა ჯერ და თუ ესეთი სიტუაცია იყო,მაშინ რატომ არავინ დაეხმარა? ეს და ეხლა რო იჭაჭება,რატო არ მიეხმარა დას,თუ მოძალადე ქმარი ყავდა ან ნებისმიერი ახლობელი. ეს იგივეა,ადამიანი ჩააგდო მხეცთან,სისხლის მსმელ მხეცთან და როცა შეჭამს,მერე ითხოვდე ამ მხეცის დასჯას. არ უნდა ჩააგდო ასეთ სიტუაციაში და შენს ახლობელზე უნდა იზრუნო ყოველთვის. ეხლა სახელმწიფოს ვთხოვთ უმკაცრესად დასჯას და რა არის ის სასჯელი,რომელსაც უმკაცრეს დავუძახებთ სამუდამო,სიკვდილით დასჯა თუ სიკვდილით დასჯა გატყავებით? ამოირჩიეთ რომელიც გინდათ,მაგრამ რა ეშველება ამ გოგონას ან მის დაუბადებელ ბავშვს? არც არაფერი,ხოლო ნათესავების უუნარობასაც არაფერი საშველი ექნება. სახელმწიფო ყველას ვერ დაიცავს,ადამიანებმა ერთმანეთი უნდა დავიცვათ.
თან არც მჯერა იმის,რომ ბიჭი იყო დამნაშავე მხოლოდ. ეგ ბიჭი მისაღებს მიიღებს ყველა შემთხვევაში,მაგრამ ოჯახში პრობლემა ორივე მხარე წარმოშობს. ლუდომანების ბევრი კატეგორია არსებობს,მაგრამ არცერთი არ კლავს საკუთარ შვილს. სახლის გაყიდვა გამიგია,ახლბლების ნივთების,თავის მოკვლაც გამიგია,ბევრი ვალების აღებაც გამიგია,მარა ეს რაღაც ახალია. ნარკომანის ამომავალი წერტილი არის ნარკოტიკები,ლუდომანების თამაში და ამის გასაკეთებელი ფული. ისმის ასეთი კითხვა,რა მოუტანა ამ ბიჭს ამ მკვლელობამ? თამაში თუ ფული? სამუდამო პატიმრობა და ამიტომაც ვფიქრობ,რომ ძაღლის თავის სხვაგან არის დამარხული. მოტივი რა არის მკვლელობის,ორსული ცოლის მკვლელობის? თან როგორც ცნობილია,თვითონ გამოიძახა პოლიცია და ჩაბარდა. რომელი არაადეკვატური ადამიანი აკეთებს? თან გირაო არც მოუთხოვია პატიმარს და სრული სიმკაცრით ითხოვს დასჯას თავისი თავის. რა გამოდის,ადამიანმა სრულ ჭკუაზე ყოფნის მომენტში ჩაიდინა მკვლელობა. საიდან ჩანს ეს მომენტი,ბავშვი სხვა ოთახში იყო და თან ეტლშიო. დეტალები ახსოვს,რაც გამორიცხული აფექტის დროს. გამოდის,რომ ლუდომანიის შეტევა კი არა,სხვა რამე მოტივი. არ დავასახელებ ამას,რადგან ამას არ ეს ბიჭი არ
0 1 2