x
image
hamunaptra1990
ადრიანა ლიმას გოგონა შეეძინა

image































31 წლის Victoria's Secret-ის მოდელი, ადრიანა ლიმა, მეორედ გახდა დედა. 12 სექტემბერს, დილით, მას მეორე გოგონა შეეძინა. მისი მეუღლე არის NBA-ას ყოფილი ვარსკვლავი მარკ იარიჩი. მშობლებმა გოგონას უკვე სახელიც შეურჩიეს და დაარქვეს სიენა. პირველ შვილს კი ჰქვია ვალენტინა, რომელიც ერთ თვეში 3 წლის გახდება. ლიმამ თავისი ფეხმძიმობის ამბავი ფეისბუქის გვერდზე გაამჟღავნა მარტის თვეში: "-დედად ყოფნა, ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობაა და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია იმით, რომ ამ სიახლეს თქვენც გიზიარებთ"-ასე მიმართა მან სოციალური ქსელით თავის ფანებს. ადრიანამ და მარკომ 2006 წელს გაიცნეს ერთმანეთი, ხოლო 2009 წლის თებერვალში დაქორწინდნენ. წლების მანძილზე მათი სიყვარული კიდევ უფრო ძლიერდება, რასაც მათი პატარას ამ ქვეყანაზე მოვლენაც ადასტურებს. როგორც ხედავთ ტიპიური ვარსკვლავური ოჯახი არ არის, რადგან ამდენი ხნის მანძილზე ისევ ერთად არიან.

image

1
280
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
280
  
2012, 27 სექტემბერი, 22:33
ქმარი ძონძებში ააგდო ? :D
0 1 1