x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508592
Molinere-ს ულამაზესი წყალქვეშა სკულპტურული პარკი

image(Molinere Underwater Sculpture Park) Molinere-ს წყალქვეშა სკულპტურული პარკი, რომელიც წყალქვეშა მცენარეებით არის გაფორმებული მდებარეობს ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულ გრენადას დასავლეთ ნაწილში. იგი შეიქმნა ბრიტანელი სკულპტურისტის Jason deCaires Taylo-ის მიერ. მსოფლიოში პირველი წყალქვეშა პარკი საზოგადოებისთვის 2006 წლის მაისში გაიხსნა.imageJason-ის მიზანს წარმოადგენდა გრენადას მრავალფეროვანი ისტორიის, კულტურის და ფოლკლორის გადატანა წყალქვეშ. თუმცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა ქანდაკებებმა ულამაზესი წყალქვეშა სამყარო შექმნა, რომელიც წყალმცენარეებმა, რიფებმა და ოკეანის ბინადრებმა უფრო იდეალური გახადა.
აქ დაახლოებით 65 სკულპტურული ქანდაკებაა, რომელიც 800 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და დაახლოებით 12 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს. ამ ულამაზეს სანახაობას ყოველდღე უამრავი მყვინთავი სტუმრობს, ეს ადგილი მათთვის შთაგონების წყაროსავით არის.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage









image

3
144
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
144
  
2012, 19 სექტემბერი, 14:57
საინტერესოაა ეს გასეირნებას მეც დიდი სიამოვნებით მოვაწყობდი წყალქვეშ:))
2012, 15 სექტემბერი, 15:02
მადლობა :))
2012, 15 სექტემბერი, 14:58
მაგარი ნიუსია ლოლ +++
0 1 3