x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა მსოფლიოს ყველაზე პატივცემული ადამიანები

image

ბრიტანულმა საერთაშორისო კომპანია YouGov-მა 2021 წლის 20 ყველაზე პატივცემული მამაკაცისა და ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა.

კომპანია სპეციალიზირდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლით მთელს მსოფლიოში.წელს გამოიკითხა 40 000 ათასი რესპონდენტი მსოფლიოს 38 ქვეყნიდან.უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო საზოგადოებისთვის "საპატივცემლო" ადამიანების ვინაობა საკმაოდ ჭრელი აღმოჩნდა, რეიტინგში ერთმანეთის გვერდით მოხვდნენ პოლიტიკოსები, სპორტსმენები, მილიარდერი ფილანტოპები და მსახიობები.

რაც ყველაზე უცნაურია, 2021 წელს მსოფლიომ ყველაზე პატივცემულ მამაკაცად დაასახელა აშშ-ს ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა, როგორც ჩანს საზოგადოებას, ხისტ და უხეშ დონალდ ტრამპთან შედარებით რბილი და კეთილი ბარაკ ობამას ნოსტალგია გაუჩნდათ, რომელიც ფრთაშესხმულ ანგელოზად მოჩანს აშშ-ს ამჟამინდელ და წინა პრეზიდენტთან შედარებით.კიდევ უფრო მეტიც, ქალების რეიტინგს მისი მეუღლე, მიშელ ობამა მოექცა სათავეში, რომელსაც ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით.

მეორე ადგილი დაიკავა მილიარდელმა და ფილანტროპმა, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან მასზე ათობით, ზოგჯერ აბსურდამდე მისული ბინძური ჭორი გავრცელდა, როგორც ჩანს საზოგადოების საღმა აზრმა მაინც გაიმარჯვა.რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, რომ პირველ ათეულში მოხვედრილიყვნენ ისეთი საფეხბურთო კუმირები, როგორებიცაა კრიშტიანუ რონალდუ ან ლიონელ მესი, მაგრამ ცოტა უცნაურად ჩანს პირველ ათეულში ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის და პრეზიდენტის სი ძინპინის(#3 ადგილი) და რუსეთი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოხვედრა(#9)

პირველი ათეული მამაკაცებში ასე გამოიყურება:

1. ბარაკ ობამა-აშშ 2. ბილ გეიტსი - აშშ 3. სი ძინპინი -ჩინეთი 4. კრიშტიანუ რონალდუ -პორტუგალია 5. ჯეკი ჩანი - ჩინეთი 6. ილონ მასკი -სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 7. ლიონელ მესი-არგენტინა 8.ნარენდრა მოდი-ინდოეთი 9. ვლადიმერ პუტინი-რუსეთის ფედერაცია 10. ჯეკ მა- ჩინეთი;

რაც შეეხება ქალებს, ტოპ-20 რეიტინგში უფრო დომინირებენ მსახიობები და მომღერლები, პოლიტიკოსებისგან პირველ ათეულში მოხვდა გერმანიის აწი უკვე ექს-კანცლერი ანგელა მერკელი(#8), რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, რომ პირველ ათეულში მოხვედრილიყო ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, რომელსაც მე-3 საპრიზო ადგილი უკავია, განსაკუთრებით ცალკე აღნიშვნის ღირსია, პირველ ათეულში მოხვედრილი პაკისტანელი მალალა იუსაფზაი- ქალთა უფლებადამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი.

პირველი ათეული ქალებში ასე გამოიყურება:

1.მიშელ ობამა-აშშ; 2- ანჯელინა ჯოლი-აშშ;3-დედოფალი ელისაბედ II-დიდი ბრიტანეთი; 4-ოპრა უინფი-აშშ; 5-სკარლეტ იოჰანსონი-აშშ;6-ემა უოტსონი-დიდი ბრიტანეთი; 7-ტეილორ სვიფტი-აშშ; 8-ანგელა მერკელი-გერმანია; 9-მალალა იუსაფზაი-პაკისტანი; 10-პრიანკა ჩოპრა-ინდოეთი;

მთლიანი ტოპ-20 ცხრილი


image


image

ასევე დაგაინტერესებთ

ВЦИОМ-მა(საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსული(სრულიად საკავშირო 1992 წლამდე) ცენტრი)ჩაატარა გამოკითხვა, სპეცპროექტის ფარგლებში " "30 წელი საბჭოთა კავშირის გარეშე", რომლის მიზანია გამოვლენილიყო ყველაზე საყვარელი საბჭოთა ფილმების და სიმღერების რეიტინგი.გამოკითხვაში მონაწილეობდა ზრდასრ...

დეკემბერი ტრადიციულად წლიური შედეგების შეჯამების დროა და ჟურნალმა Time-მაც გამოაქვეყნა ონლაინ ხმის მიცემის შედეგები წლის ადამიანის ტიტულისთვის. ამჯერად ჟურნალის მკითხველებმა ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აირჩიეს. გამოკითხვას, რომელიც Time-ის ვებგვერდზე ჩატარდა, 9 მილიონი ადამ...

ევროსტატის სააგენტომ ევროპის ყველაზე მწვეელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. ევროსტატის სააგენტომ, რომელიც აგროვებს სტატისტიკურ მონაცემებს მთელი ძველი სამყაროდან, გაარკვია, ვისთვის არის ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო მშობლიური კვამლი. მთავარ მწეველთა სიაში პირველი ადგილი ბულგარეთმა დაიკავა, სადაც მოსახლეობის 28, 7% მუდმივი, ყოვედღიუ...

სხვათა შორის დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში სააკაშვილის გარდა, პირველ პრეზიდენტზეც, ზვიად გამსახურდიაზეც იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული.მის წინააღმდეგ საქმე გაუქმდა 2004 წლის იანვარში, ხელისუფლებაში საააკაშვილის მოსვლის შემდეგ. ქვემოთ გაეცნობთ ქვეყნის მეთაურებს, რომელებიც 21- საუკუნეში გაასამართლეს ...

0
204
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0