x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134522
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
„საპარტნიორო ფონდს არასდროს დაუყენება საკითხი, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს“ - გიორგი ხელაია

image

„საპარტნიორო ფონდს არასდროს დაუყენება საკითხი, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ეს ვერსია განიხილებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფონდის მიერ სამთავრობო დავალებით და მთავრობასთან შეთანხმებით განხორციელებული პროექტებში ჩადებული უკუგება ამ სახით დაუბრუნდებოდა ფონდს, ვინაიდან სხვა წყარო მთავრობას არ გააჩნია იმისათვის, რომ რომელიმე სახელმწიფო კომპანიას თანხები დაუბრუნოს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილემ, გიორგი ხელაიამ.

როგორც მან აღნიშნა, ზოგმა ეს არასწორად განმარტა, თითქოს „საპარტნიორო ფონდში“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახალი თანხები უნდა შევიდეს რაც, მცდარი ინფორმაციაა.

„თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ „საპარტრნიორო ფონდმა“ 2015 წელს საერთაშორისო საბანკო დაწესებულებისგან 150 მილიონის სესხი აიღო, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დააფინანსა მრავალი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი, მათ შორის, გარდაბნის
თბოელექტროსადგური, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური საწარმო - ATC და ა.შ. სწორედ ამ თანხების დაბრუნების ერთ-ერთ გზად განიხილებოდა ბიუჯეტი. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მიალიარდზე მეტი თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტი ერთიანად ვერ შეძლებს, ამიტომ განიხილება მისი ეტაპობრივად დაბრუნება. ამასთანავე, არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომელთა შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს“, განაცხადა გიორგი ხელაიამ.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0