x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ქალმა საკუთარ სიკვდილში 200 ევრო გადაიხადა" - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი?

image

პარიზში მცხოვრები ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ერთი უცნაური და ტრაგიკული კლინიკური შემთხვევის შესახებ წერს, რომელიც საფრანგეთში მოხდა.

"დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში! პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და აპრიორი სრულად ვაქცინირებული იყო. რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძებნა დაიწყო. ანტი-სხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა და ფაქტის წინაშე როცა დააყენეს ქმარი, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით!

ქალმა საკუთარ სიკვდილში 200 ევრო გადაიხადა! დამძიმებისას მაინც რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა! სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო. არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა, ვიღაც ჩლუნგ მავნეს "შეეცოდა" და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც ყალბი სერტიფიკატი გადასცა!

დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე, მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის! განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს!" - წერს ქეთი ლობჟანიძე.


2
295
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
295
  
2021, 17 დეკემბერი, 18:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 13 დეკემბერი, 18:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2