x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კვლევა - Pfizer-ის 3 დოზა „ომიკრონისგან“ მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს

image

„შებას“ სამედიცინო ცენტრისა და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგიის ცენტრალური ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 3-დოზიანი კურსი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

მკვლევრებმა 5-6 თვის წინ ორი დოზით აცრილი 20 ადამიანის სისხლის ნიმუში ერთი თვის წინ გამაძლიერებელი დოზით აცრილი იმავე რაოდენობის პირების სისხლის ნიმუშთან შეადარეს.

„ადამიანებს, რომლებმაც მეორე დოზა 5 ან 6 თვის წინ მიიღეს, „ომიკრონის“ განეიტრალების უნარი არ აქვთ, თუმცა „დელტა“ ვარიანტის განეიტრალების გარკვეული შესაძლებლობა რჩება. კარგი ამბავი ის არის, რომ გამაძლიერებელ დოზასთან ერთად ეს შესაძლებლობა დაახლოებით ასჯერ იზრდება. გამაძლიერებელი დოზა მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა „შებას“ სამედიცინო ცენტრის ინფექციური განყოფილების დირექტორმა, გილი რეგევ-იოხაიმ.

კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონ“ შტამთან მიმართებით ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, ასევე რამდენად მძიმეა ახალი ვარიანტი.

მანამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ არსებობს გარკვეული მითითებები, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა, ვიდრე „დელტა“. ასევე, არსებული მონაცემებით, ევროკავშირში შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია.

საერთო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 270 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდით 270, 458, 346 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 5, 322, 991-ი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 243, 206, 325-ს შეადგენს.

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0