x
image
bellatrix
მე და სიგარეტი (როგორ დავანებოთ მოწევას თავი)
image 15 წლიდან აქტიური მწეველი ვიყავი. 6 წლის განმავლობაში ჩემი დამოკიდებულება სიგარეტის მიმართ დღითიდღე იზრდებოდა და საბოლოოდ ყოველდღიურად 2 კოლოფ სიგარეტს მოვიხმარდი. ამ 6 წლის განმავლობაში არაერთი მცდელობა მქონდა სიგარეტისათვის თავი დამენებებინა. ყველაზე დიი 10 დღე გავძელი. გაზეთსა თუ ინტერნეტში ამოკითხული რჩევები სრული სისულელეა !!
ყველაზე ხშირად ადამიანები გვთავაზობენ შევამციროთ ყოველდღიურად ნიკოტინის რაოდენობა, რაც საბოლოოდ თავის დანებებაში დაგვეხმარება. ასევე გვთავაზოვენ პირველი დღეები არამწეველთა გარემოში გავატაროთ. ჩავანაცვლოთ სიგარეტი სხვადასხვა საშუალებებით, მაგალითად მზესუმზირითა თუ საწუწნი კანფეტებით. დამიჯერეთ ყველა ეს მცდელობა გამოცდილი მაქვს მაგრამ შედეგი არც ერთს ჰქონია.

დღეს 1 წელი გახდა რაც ერთი ღერიც კი არ მომიწევია. უბრალოდ 13 სექტემბრის საღამოს როდესაც ბოლო ღერი სიგარეტი მოვწიე ჩემს თავს ვუთხარი, რომ ხვალიდან აღარ მოვწევდი და ეს გადაწყვეტილება იყო მტკიცე. ყველაზე რთული პირველი 1 კვირა იყო, რადგან სამსახურის გამო ყოველდღიურად მიწევდა მწეველების გარემოში ყოფნა, თუმცა ის ფაქტი, რომ ყოველ ნახევარ საათში დაწყებული სამუშაოს შეწყვეტა და მოსაწევად გასვლა არ მიწევდა დადებითად აღვიქვი და თანდათან ამ ყველაფრის დადებითი კუთხით დანახვა დავიწყე. არავის დავუწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს ერთი წელი ადვილი იყო, მითუმეტეს მოიცავდა ზაფხულს, მე 4 ადამიანთან ერთად ვისვენებდი, ყველა აქტიური მწეველი იყო და მხოლოდ მე მიწევდა ნიკოტინზე უარის თქმა.

ჩემი რჩევა იმ ადამიანებისათვის ვისაც მტკიცედ აქვს გადაწყვეილი სიგარეტისათვის თავის დანებება იქნება შემდეგი : დაუსახეთ საკუთარ თავს ამოცანა და ამ გზით შეძლებთ საკუთარი ნებისყოფის სიმტკიცის შემოწმებას.


ცხოვრება ნიკოტინის გარეშე უფრო ჯანმრთელია ! :)


image


ასევე მაინტერესებს რამდენი ხართ ისეთი ვისაც თავი გაქვთ დანებებული სიგარეტისათვის?

9
1275
9-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
1275
  
2013, 18 აპრილი, 12:31
მე არ ვეწევი და არც არასდროს მოვწევ ვიცი... სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების "კულტურა" არაა იმდენად განვითარებული, რომ მიხვდნენ, არამწეველთან მოწევა დანაშაული, უზრდელობა და მისი უპატივცემულობააა... მითუმეტეს სამსახურში ეგეთი რამ არ უნდა ხდებოდეს... კარგია შენ, რომ ამდენი შეძელი, გილოცავ და გისურვებ არასოდეს მოგდომებოდეს მომავალში ნიკოტინი... და ვინც ამბობს, რომ რთულია და ვერ შეძლებს, ცუდად არ გამიგოთ, მარა უნებისყოფოებად მიმაჩნია და ისეთ ადამიანებად, რომელბიც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ
2012, 11 ოქტომბერი, 6:18
მეც დაახლოებით ეგრე მარა რავი რა =|
2012, 27 სექტემბერი, 8:35
მეც მწეველი ვიყავი.უკვე 9 თვეა სიგარეტს არ გავკარებივარ.ერთ დგეს მეც მივეცი პირობა საკუთარ თავს აგარ მომეწია...დგეს უკვე ჯამრთელი ცხოვრებით ვცხოვრობ.
2012, 22 სექტემბერი, 21:34
ყველაფერი ტვინიდან მოდის უნდა დაარწმუნო თავი რომ არ გინდა ცუდია გვნებს და შეძლებ გილოცავ შენ შეძელი წარმატებები
2012, 15 სექტემბერი, 18:34
კაი რა.დღეში ასჯერ ვანებებ თავს და ორასჯერ ვეწევი.აი ესაა დამოკიდებულება.არადა მძულს უკვე
2012, 15 სექტემბერი, 11:07
შეუძლებელი არაფერია!!!!!მთავარია საკუთარი თავი პირობა მისცე...ერთხელ თქვა და არა და....მორჩა
2012, 15 სექტემბერი, 10:54
მე პირადად არ ვეცევი,არც ჩემი მეურლე და მამაჩემი და ძმა,ჯამრთელ ცხოვრებს ვირჩევთ,მამა ადრე მწეველი იყო და იცი როგორ დაანება თავი? -არ იყიდო და არც სხვას მოსთხოვო
2012, 15 სექტემბერი, 10:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9