x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩვენო მომავალო პრეზიდენტო, შენ გვერდით დგას ადამიანების არმია და სიცოცხლესაც გაწირავს“ - მაჩალიკაშვილი

image

„მე პირველ რიგში აქედან მინდა, ჩვენს მეგობარს, ჩვენს პრეზიდენტს, პირადად ჩემს ძმას მივესალმო და ვთხოვო რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ვინ რას იზამს და როგორ ფიქრობს, ეს მისი ამბავია, მაგრამ ეს პირადი ჩემი თხოვნა იქნება”, – ასე მიმართა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 ციხესთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მაჩალიკაშვილის თქმითვე, სააკაშვილის გვერდით დგას არმია, რომელიც არ დაიჩოქებს და ნებისმიერ წამს სიცოცხლესაც გაწირავს ყოფილი პრეზიდენტის გამო.

„მე პირველ რიგში აქედან მინდა, ჩვენს მეგობარს, ჩვენს პრეზიდენტს, პირადად ჩემს ძმას მივესალმო და ვთხოვო რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ვინ რას იზამს და როგორ ფიქრობს, ეს მისი ამბავია, მაგრამ ეს პირადი ჩემი თხოვნა იქნება. ბატონო მიხეილ, პრეზიდენტო, ჩვენო ქვეყნის მესამე პრეზიდენტო და ჩემო მომავალო პრეზიდენტო, შენს გვერდით დგას ეს არმია, რომელიც ამათ არ დაიჩოქებს, რომელიც ყოველ წუთას და ყოველ წამს იქნება თქვენ გვერდით და ნებისმიერ წამში სიცოცხლესაც გაწირავს თქვენ გამო. პირადად მე ვარ ერთი ჯარისკაცი და ჩემნაირი უამრავია ჩემ გვერდით და იქნება სიცოცხლის ბოლომდე. იყავით მხნედ, ჩვენ ამ ივანიშვილის რეჟიმს დავაუძლურებთ და დაუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს, თქვენს ქვეყანას. თქვენ შეუდგებით ქვეყნის მშენებლობას და განვითარებას, ეს სულ მალე იქნება“, – აღნიშნა აქციაზე გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილი, იგივე ვახა ტერლოევი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. სააკაშვილის გუნდში გადაბარგებამდე ის პარტიულ წინასაარჩევნო აქციებში ხშირად მონაწილეობდა. 14 ოქტომბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზეც იმყოფებოდა და პანკისის კოლონას წინ მოუძღვოდა. ცნობილია ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის პანკისის ხეობაში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს. მაჩალიკაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატთან ერთად მეორე ტურშიც გადავიდა, თუმცა 30 ოქტომროს მეორე ტურში კონკურენტთან დიდი სხვაობით დამარცხდა.

0
42
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0