x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მიშა, მყარად დაიმახსოვრე, საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ქართული მაიდანი გამორიცხულია“

image

„მიშა, მყარად დაიმახსოვრე, საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ქართული მაიდანი გამორიცხულია, შენს რევანშისტულ ფიქრებს ასრულება არ უწერია!“, - ამ სიტყვებით მიმართავს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

ჩიხელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელისუფლების წართმევა სისხლზე, არეულობასა და რევოლუციაზე გადის.

„სააკაშვილი კვლავ იმუქრება, მის დღევანდელ განცხადებაში რამდენიმე საკვანძო ფრაზა და მესიჯია, მათ შორის სიტყვები: ვაზღვევინოთ, წავართვათ ხელისუფლება, ვაგებინოთ პასუხი, ძალადობა, პროტესტი და ა.შ. სააკაშვილის მიერ ნათქვამი „ვაგებინოთ პასუხი“ და „ვაზღვევინოთ“ სხვა სიტყვებით ასე გამოიხატება, ფიზიკურად გავანადგუროთ! დიახ, მისთვის ხელისუფლების წართმევა სისხლზე, არეულობასა და რევოლუციაზე გადის. არჩევნებამდე მიშა შემწყნარებელი იყო, ეროვნულ შერიგებაზე საუბრობდა, არჩევნების შემდეგ კი დამარცხებით გაბრაზებულს ბრაზი ახრჩობს და მოძალადის სახეს ვეღარ ფარავს, ცალკე მელიას ემუქრება, ცალკე ქართველ ამომრჩეველს.

ალბათ, ყველას გახსოვთ უკრაინული „მაიდანი“ რომლის დროსაც 90 ადამიანამდე დაიღუპა, მიშას ბიბლიოთეკაში დაგეგმილი სცენარი სწორედ ქართულ „მაიდანს“ გულისხმობდა, რომლის დროსაც აუცილებელი იყო მსხვერპლი. საბედნიეროდ შესაბამისმა უწყებებმა დროულად მოახდინეს პრევენცია. მიშა, მყარად დაიმახსოვრე, საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ქართული მაიდანი გამორიცხულია, შენს რევანშისტულ ფიქრებს ასრულება არ უწერია!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე..

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0