x
image
saba_
ათი მცნების განმარტება

imageპირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ცემსა გარეშე
ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თააყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.
მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანასა: არა ტაყვანი–სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას.
მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა ზედა.
დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებ, კიდევ უფრო დიდი და მძიმე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილადიფიცებენ.ღვთის გმობა, ღვთის სიმართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა...ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი.
მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი საბათი და წმიდა ჰყავ იგი, ექვს დღეს იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დრე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღვთისა შენისა.
ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა.ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.
მეხუთე მცნება: პატივი–ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა
ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა.მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა.წმინდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ–მამის დალოცვას, ორონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.
მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა
მკვლელობა საშინელი დანაშაულია.სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი არამარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება, ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.
მეშვიდე მცნება: არა იმრუშო
ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას ქალსა და კაცს შორის.აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიზვა, მეძაობა, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ–ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები...
მერვე მცნება: არა იპარო
არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის.აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება;ძარცვა–სხვისი ქონების ძალით მიტაცება;მკრეხელობა–ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და საერთოდ, საეკლესიო ქონების მითვისება არ მოპარვა;მექრთამეობა, მევახშეობა(როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა...
მეცხრე მცნება: არა ცილ–სწამო მოყვასსა სენსა წამებითა ცრუითა
ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას.მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოწმის განკითხვა...
მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა
ეს მცნება მოითხოვს, კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფითრმა–შურმა.შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.

3
849
11-ს მოსწონს
ავტორი:saba_
saba_
849
  
2018, 11 ივნისი, 15:30
არცა კარაულისა მისისაო რომ წერია, მანდ არის ძველქართული სიტყვით დაფარული რეალობა. მანდ რეალურად წერია არა გული გითქუმიდეს მონისა მისისათვისო, ამით დაგმობილი კი არაა მონობა, არამედ ბუნებრივი მოვლენაა, მისაღები და გვარიგებს რომ სხვისი მონა არ მოგინდეს, შენით დაკმაყოფილდიო... მე-10 მცნება მონობას ამართლებს და ეს სამარცხვინოა.
2012, 13 სექტემბერი, 20:35
რა ზუსტი და მართალი განმარტებაა,ეს კანონი იესომ 2 მცნებაზე დაიყვანა,გიყვარდეს მოყვასი და გიყვარდეს ღმერთი.:)))))))
0 1 3