x
image
მაქს კავალერა
კობახიძემ მელიას დედის გინება გამოსტყუა

imageარჩევნებამდე 9 დღეა დარჩენილი და დღესდღეობით მთავარი გამოწვევა რაც გვაქ, ამ რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარის თქმაა. ყოველ დღე, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ცხოვრების გამწვავებას ისეთ დონეზე, რომ მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის არიდებაც უკვე შეუძლებელი ხდება. რთულია ილაპარაკო რომელიმე მხარის სიმართლეზე, თუმცა რაც დღეს ევროკავშირის ოფისთან მოხდა, იმის ნათელი დადასტურებაა რომ არანაირი ღირებულებითი დამოკიდებულება არ გვაქ ქვეყნის მომავალთან. მელიას ქცევა კობახიძესთან მიმართებაშიც არ იყო ნორმალური, თუმცა ემოციების მოთოკვა ძნელია როცა ისეთ რამეს გაბრალებენ, რაც ყველანაირ ზნეობრივ ჩარჩოს სცილდება, ვგულისხმობ დმანისში მომხდარ ინციდენტს, რომელიც თითქოს ნაციონალებმა მოაწყვეს და ადგილობრივი კანდიდატის შვილის ფსიქიკური მდგომარეობითაც ისარგებლეს. პ.ს გახარია რასაც ამბობს, რომ ქვეყანას ვეღარ მართავს მოქმედი ძალა, შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყო, ამიტომ დროზე თუ არ მივხედეთ ამ საქმეს, რავიცი რა ბედი გველის კიდე 4 წელი.

0
217
1-ს მოსწონს
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0