x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანელებს მოუწოდებენ ხელოვნური ხორცი ჭამონ,რათა პლანეტა გადარჩეს
image

დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებმა უნდა ჭამონ ნაკლები ხორცი და გადავიდნენ ალტერნატიულ ცილებზე. ამ გზით ქვეყანას შეუძლია პლანეტის გადასარჩენისთვის საკუთარი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ნათქვამია Social Market Foundation (SMF) მოხსენებაში.


ანალიტიკოსები შეშფოთებულნი არიან, იმით, რომ ქვეყნის მოსახლელობა "დამოკიდებულია" ცხოველურ ცილებზე და მოუწოდებენ მთავრობას, ხელი შეუწყოს ხელოვნური ხორცის ინდუსტრიის განვითარებას, რათა ჰაერის დაბინძურება მაქსიმალურად შეცირდეს. ექსპერტების აზრით, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს არა მხოლოდ მოხმარებულ ხორცზე გადასახადის შემოღებაზე, არამედ ალტერნატიული საქონლის ბაზრის განვითარებაზე.


მაგალითად, მოხსენებაში ნათქვამია, რომ სხვა ქვეყნების მთავრობებმა უკვე აღიარეს ცილების ალტერნატიული სექტორის შექმნის აუცილებლობა. კვლევის ცენტრის თანახმად, დიდ ბრიტანეთს ისევე სჭირდება მეცხოველეობის სფეროში ძირეული ცვლილებები, როგორც ესაა ელექტრომობილების და ენერგიის ალტერნატიული წყაროების შემუშავების შემთხვევაში.



"საუკეთესო გამოსავალი იქნება დავეხმაროთ მომხმარებელს გამოიმუშავოს უფრო მდგრადი დიეტური ჩვევები, რომელიც შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ცილოვანი პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებით. მომხმარებელისთვის ნატურალურ ხორცზე უარის თქმა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ შეთავაზებული პროდუქცია მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი იქნება “, - ამბობს ლინუს პარდო, SMF– ის მკვლევარი.


ამჟამად გაერთიანებულ სამეფო ექვსი პროცენტით ნაკლებს ხორცს მოიხმარს ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე ეს 1974 წელს .

პირუტყვის მოშენება ამძაფრებს ნახშირბადი გარემოს დაბინძურებას, პირუტყვს მსოფლიო სათბურის გაზების ემისიის წილი 14.5 პროცენტს შეადგენს.


კვების ახალი სტრატეგიაზე და ინგლისში ხორცის მოხმარების შემცირებაზე ისაუბრეს 2021 წლის ივლისში. ექსპერტებმა რეკომენდაცია გაუწიეს ცხოველური ცილების 30 პროცენტით შემცირებას შესახებ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. თუმცა, ეს მაჩვენებელი არ არის საბოლოო და პლანეტის გადარჩენის მიზნით, ეს ციფრი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზარდება.

0
156
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0