x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ღარიბაშვილი:გვარამიას გადაეცით, ვინაიდან უარი ვთქვით სესხზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს-რას პასუხობს გვარამია?
image

"მოდის კიდე მესიჯები, რას ამბობს გვარამია, სესხზე უარი რომ ვთქვით მაგის გამო? რა ვერსია აქვს... გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე, ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს"-ასე უპასუხა საქართველოს ასე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას:"რას დათმობს საქართველოს მთავრობა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სანაცვლოდ?–კითხვაში ნაგულისხმები იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.



საპასუხოდ ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა შესთავაზა:


"დღეს სამჯერ თქვა ღარიბაშვილმა "გადაეცით გვარამიას". ირაკლი, ამ გაფუჭებული ტელეფონის თამაშს, მოდი შევხვდეთ და ამოვიღოთ ყველაფერი, რაც ერთმანეთისთვის გვაქვს სათქმელი, არ გინდა?"



მანამდე ღარიბაშვილმა გვარამიას მისამართით კიდევ ორი განცხადება გააკეთა:



"თუ რაიმე სიბინძურე იხარშება მათ თავებში ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი არის ეს ვაჟბატონი(გვარამია), რომელიც ანადგურებდა ქვეყნის განათლებას" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


დღესვე მთავარის" ჟურნალისტმა, ღარიბაშვილს, საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებების შეფასება სთხოვა, რომელიც ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარის თქმას შეეხებოდა.


ჟურნალისტმა ღარიბაშვილთან კითხვა დააზუსტა და მას უთხრა, რომ კელი დეგნანმა განცხადებაში არა ევროკავშირის ვალი, არამედ დახმარება ახსენა. ამაზე კი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს არა ელჩის, არამედ ნიკა გვარამიას მესიჯი იყო:


"თქვენ საიდან ხართ ბოდიში? ეს არის გვარამიას მესიჯი, გადაეცით გვარამიას, რომ ის არის გარყვნილების პროპაგანდისტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

0
433
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0