x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იტალიაში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა გრანდიოზული აქცია ჩაფლავდა
image

ანტივაქსერების მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც იტალიაში 53 რკინიგზის სადგურზე 1 სექტმებერს 14.30 საათზე იყო დაანონსებული ჩაფლავდა.ამის შესახებ იუწყება იტალიური გაზეთი La Repubblica.



No Vax-ის და კოვიდპასპორტების მოწინაღმდეგენი აპირებდნენ რკინიგზის ხაზების ბლოკირებას იტალიის დიდ ქალაქებში, მათ შორის რომში, მილანში, ბარში, ნეაპოლსა და სხვა დიდ ქალაქებში.


დაანონსებულ აქციებზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა, რომლებმაც მჯდომარე აქცია გამართეს რკინიგზის სადგურზე.




რატომ მივიდა ასე ცოტა რაოდენების ხალხი აქციაზე, No Vax-ის მომწყობებისთვის უცნობია, რადგან რამდენიმე დღის ბევრად უფრო მასობრივი აქციები გაიმართა იტალიის ქალაქბში, სადაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ ახლა შეზღუდვებს არავაქცინირებულებისათვის.



დღეიდან იტალიაში სავალდებულო ხდება "მწვანე პასპორტი"(Green Pass)ზოგიერთ ტრანსპორტის სახეობაში. ვალდებულება ვრცელდება Trenitalia-სა და Italo-ს საქალაქთაშორისო, ღამის და ექსპრეს მატარებლებზე ასევე, Green pass უნდა წარადგინოთ ეროვნული და საერთაშორისო ფრენებისთვის და საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობისას.



ვალდებულება ჯერჯერობით არ ვრცელდება რეგიონალურ და მოკლე მანძილებზე მოძრავ მატარებლებზე. ასევე მეტროში, ტრამვაისა და ქალაქში მოძრავ ავტობუსებზე.



31 აგვისტოს მონაცემებით, იტალიაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა 61% -ია.მთლიანად ქვეყანაში ერთჯერადად გამოყენებულია 78, 2 მილიონი დოზა, აქედან 36, 9 სრულად აცრილია, ასე რომ არავაქიცინირებულები უმცირესობაში გადავიდნენ და სულაც არაა გასაკვირი მათ აქციებს საერთოდ დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი მოაკლდეს და საბოლოოდ აზრიც დაკარგოს.

8
191
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
191
  
2021, 6 დეკემბერი, 14:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 27 ოქტომბერი, 13:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 8 სექტემბერი, 6:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 7 სექტემბერი, 14:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 5 სექტემბერი, 17:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 5 სექტემბერი, 15:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 2 სექტემბერი, 19:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 სექტემბერი, 17:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8