x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ კორონავირუსით 26 წლის თეა ბარამიძე გარდაიცვალა
image

კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის თეა ბარამიძე მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" მოხდა. ახალშობილი კი თავს კარგად გრძნობს.


კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო. ვირუსი მას 14 აგვისტოს დაუდასტურდა და იმავე დღეს ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ის ქუთაისში გადაიყვანეს. გარდაცვლილს მაგ პერიოდში ფილტვის 23%-იანი დაზიანება ჰქონდა.გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა. კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ფილტვების დაზიანებამ 70 პროცენტს მიაღწია. ახალგაზრდა ქალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.


შეგახსენებთ, რომ წელს კორონავირსუმა უკვე მე-9 ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან დიდი სიფრთხილეა თავად ორსული ქალებისა და მეან გინეკოლოგების მხრიდან. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას.



„ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ორსულებისთვის ჯერჯერობით რეკომენდირებულია მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინა, რადგან ამ ვაქცინაზე უკვე სრულყოფილი კვლევებია ჩატარებული, თუმცა აქამდე ორსულებზე ზოგადი ტიპის ვაქცინებიდან ყოველთვის ინაქტივირებული ვაქცინები გამოიყენებდა, თუმცა რადგან ჩინურ "სინოფარმს" და "სინოვაკს" არ გამოუქვეყნებია კვლევა ორსულებზე, ჯერჯერობით მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0