x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ვის თავშიც იხარშება მსგავსის მსგავსით განკურნების უმაღლესი პილოტაჟის პოლიტიკა
image
ღვედის გაკეთება, ბილეთის აღება, გადასახადების გადახდა, ცხოველებზე ზრუნვა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნვა, ქალების დაცვა, ბავშვთა დაცვა და ყველაფერი, რაც "ქართველობის წართმევა" იყო, დააზეპირებინა ქართველებს არა სააკაშვილმა, არამედ ივანიშვილმა.
ვერ ასწავლიდა სააკაშვილი. ის პირველი სწავლება ძალადობად აღიქმებოდა, პროტესტი ჰქონდათ და ამ პროტესტის გამომყენებელი ოპოზიციაც ჰყავდათ გვერდით. დღეს რომ ორკებს უწოდებენ, აი, სწორედ ის ხალხი იყენებდა მათ პროტესტს, ვინც მაშინაც მუტრუკი იყო. ივანიშვილმა (უფრო სწორად, ვის თავშიდაც იხარშება მსგავსის მსგავსით განკურნების უმაღლესი პილოტაჟის პოლიტიკა), ისე წაართვათ ქართველობა, სულ "ეს კარგია და ეს სწორია" აძახებინა. ზუსტად იმაზე აძახებინა, რასაც ადრე აპროტესტებდნენ. დარჩენილი მცირე ნაწილისთვის კი ისევ ნაცი დატოვა ქართველობის წამრთმევად - დასავლური ღირებულებების ადეკვატურ კანონს თვითონ იღებდა, მაგრამ თავისივე მიღებული კანონის "გამპრავებლად" ისევ ნაცები დასვა. ამიტომ მას აგრესია არც კი შეჰხებია. ყველა ისარს ისევ ნაცი დაახვედრა. ჰოდა, ეგრე! “დასავლურ ღირებულებებს” ქართველები წარმატებით იზეპირებენ ივანიშვილის ამ რვა წელში. იზეპირებენ იმას, რაც იმ ცხრა წელში მოიხნა.
მგონი ჩვენგან მეტი არც არაფერი უნდათ. ჩვენს ელიტებსაც ზუსტად ეგ უნდათ და მშვენივრად გაგრძელდება ეგ პროცესი. თალიბანსაც რომ იგივე ფუნქცია ექნება და შეასრულებს, ეგ მუფრო სავარაუდოა. და ისიც სავარაუდოა, ნარკოტიკების საწყობები თუ ააფეთქა, როგორ გადაუვლის დემოკრატიული მსოფლიო.
1
238
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
238
  
2021, 21 აგვისტო, 6:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1