x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134577
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
რასიზმის ახსნის მცდელობები ფსიქოლოგიაში
რასიზმი არა მხოლოდ იყო პრობლემა მთელი კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, არამედ სამწუხაროდ დღესაც პრობლემად რჩება თუმცა მნიშვნელოვანია ის მცირე ნაბიჯებიც კი რასაც მისი აღმოფხვრის წინააღმდეგ ვდგამთ. გასაოცარია მაგრამ 1 საუკუნის წინ რასიზმი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა, რასისტი შეურაცხმყოფელი ტერმინი არ იყო, დღეს კი მიდგომა შეცვლილია. რასიზმის, როგორც უაღრესად ნეგატიური მოვლენის აღსანიშნავად, რაც თავის მხრივ უამრავ ნეგატიურ პროცესს აპროვოცირებს მრავალი თეორია არსებობს. ეს თეორიები შეიძლება დავაჯგუფოდ დისპოზიციური-სიტუაციური განზომილებების მიხედვით. დისპოზიციური თეორიებიდან, რომლებიც რასიზმის ახსნას ცდილობენ მნიშვნელოვანია ავტორიტარული პიროვნების თეორია, სოციალური დომინანტობის თეორია, აფექტური მიდგომების თეორიები და სქემა თეორიები. ხოლო სიტუაციონისტური თეორიებიდან რეალური კონფლიქტის და სოციალური იდენტობის თეორიები.

image

ავტორიტარული პიროვნების თეორიაში გამოიყო 3 მნიშვნელოვანი ატიტუდი. ერთი ეს არის ავტორიტეტისადმი მორჩილება, მეორე ეს არის ავტორიტარული აგრესია, რაც გულისხმობს „ვინც ჩვენს ჯგუფში არ არის ჩვენი მტერია“ და მე3 არის კონვენციონალიზმი, ტერმინი აღნიშნავს ინდივიდის კონფორმისტულ დამოკიდებულებას ნორმების მიმართ და უბრალოდ უინტერესობას განახორციელოს რაიმე ცვლილებები. ალტაიმერმა ამ ატიტუდებზე დაყრდნობით სკალაც შექმნა (მემარჯვენე ფრთის ავტორიტარიზმი), რაც ზომავდა სიხშირულ შესატყვისობას სკალასთან ინდივიდის მახასიათებლების. სკალაზე მაღალი ქულის ადამიანები „თავდადებული მემარჯვენე ფრთა“ რასისტული ტენდენციებით ხასიათდებოდა. ეს თეორია მოგვიანებით სასტიკად გააკრიტიკეს სიტუაციონიზმის მომხმრეებმა. თუმცა სანამ სიტუაციონისტურს მივუბრუნდებოდეთ რასიზმის საინტერესო ახსნას გვთავაზობს სოციალური დომინანტობის თეორიაც, რომელიც ჯგუფთაშორის ურთიერთობების ზოგად თეორიას წარმოადგენს. ადამიანებს აქვთ მიდრეკილება რომ მათი ჯგუფი წარმოაჩინონ საუკეთესოდ, მიაწერონ დადებითი მახასიათებლები და სწორედ იმ ჯგუფს რომელსაც მიეკუთვნებიან ჰქონდეთ უპირატესობა ანუ იყვნენ სოციალურად დომინანტურები. სწორედ სოციალური დომინანტურობისკენ მისწრაფება ძლიერ კორელაციაშია რასიზმთან. იერარქია არის საზოგადოებისა და სოციუმის მახასიათებელი წესებს კი ასეთ იერარქიაში რა თქმა უნდა ზემდგომი ჯგუფი აწესებს. აფექტური ტეორიის მიხედვით რასიზმი არა მხოლოდ უბრალო სტერეოტიპების და კატეგორიზაციის პროდუქტია, არამედ რაც მთავარია რასიზმი მოიცავს ძლიერ ემოციურ პროცესებსაც. ცივი კოგნიტური ასპექტები არასაკმარისია რასიზმის ასახსნელად, ბევრად უფრო პრიორიტეტულია ადამიანის „ცხელი“ ემოციები. ფიქკემ გვაჩვენა ემოციური ცრურწმენების მნიშვნელობა დისკრიმინაციული, რასისტული ქცევის წინასწარმეტყველების პროცესში. თუმცა ეს ემოციები გასაზომად რთულია განვითარებული ტექნოლოგიების გარეშე. საბედნიეროდ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას გავზომოთ ემოციები იმის მიხედვით თუ ტვინის რომელი უბანი აქტივირდება და მეტნაკლებად შევისწავლოთ კვლევის ეს კომპლექსური სფერო. აფექტურ მიდგომებთან ერთად, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული თეორიაა რასიზმის ასახსნელად მნიშვნელოვანია სქემა-თეორიებიც, რომელიც თვლის რომ რასიზმი გონებაში კატეგორიზაციის პროდუქტია. მოგვეხსენება ადამიანი „კოგნიტურად ძუნწი“ არსებაა და გამარტივების მიზნით სქემების შექმნა ახასიათებს. ასეთი ქსემები ილუზორულ კორელაციებს იწვევს იმ ჯგუფების მიმართ რომელსაც არ მივეკუთვნებით. ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებებია უმცირესობების მიმართ და ა.შ. ამ თეორიის ფარგლებში საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ როგორც პრეჯუდისებიანი ასევე არაპრეჯუდისებიანი ადამიანები ატარებენ რასობრივ სტერეოტიპებს თუმცა განსხვავება ის არის, რომ უკანასკნელნი ამ სტერეოტიპებს გონების მიღმა არ უშვებენ. დისპოზციურ მიდგომის მომხრე თეორიებს თუ გადავხედავთ რასიზმის ახსნის მცდელობათა კუთხით ყველაზე ეფექტურად შეიძლება დღესდღეისობით აფექტური მიდგომა მივიჩნიოთ.

რასიზმის სიტუაციონისტური თეორიები დისპოზიციურისგან განსხვავებით დისპოზიციებად პრეჯუდისებს მიიჩნევს. რეალური კონფლიქტის თეორიას მცდელობეი აქვს აზსნას რასიზმი. რეალური კონფლიქტის თეორია თუმდაც მცირე ჯგუფურ კონფლიქტს, არა მხოლოდ მასშტაბურ რასიზმს განიხილავს როგორც შედეგს რესურსთა არათანაბარი განაწილებს და ზოგადად მწირი, ამოწურვადი რესურსების. სწორედ ამ რესურსების გამო იქმნება გამწარებული კონკურენცია, რომელიც ერთგვარად „აიწონა-დაიწონასავით“ მუშაობს, სადაც როცა ერთი მხარე ზემოთ ექცევა, მეორე ქვემოთ რჩება (ქვემოთ ყოფნა კი არავის არ სურს). რასიზმთან დაკავშირებით ამ თეორიის გამოყენება ხშირად არაეფექტურია. მაგალითად აშშ-ში სადაც ყველაზე ხშირად ვლინდებოდა და ვლინდება რასიზმი არ დგას არავითარი კრიტიკული პრობლემა რესურსების მოპოვების მხრივ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ადამიანს არ სჭირდება რეალური პრობლემა ჰქონდეს სურვილი სხვებზე უპირატესობის მოპოვების. სიტუაციონისტურ მიდგომაში შედის ასევე სოციალური იდენტობის თეორია. სოციალური იდენტობის თეორიაში მნიშვნელოვანია ტეჯფელის მოდელი აღვნიშნოთ, რომელიც გვეუბნება რომ ყოველ ინდივიდს აქვს სურვილი და მოტივაცია საკუთარი იდენტიფიცირება მოახდინოს შიდა ჯგუფთან და ასეთი მიდგომით მიმართულია თვითშეფასება აიმაღლოთ. იდენტიფიციება მაღალი სტატუსის მქონე ჯგუფებთან გვახასიათებს და ხშირად რაციონალური მიზეზების გარეშეც შიდა ჯგუფებს მეტ უპირატესობას ვანიჭებთ ვიდრე გარე ჯგუფს. ეს თეორია სწორედ ამ მიდგომით ხსნის რასობრივ სიძულვილს.


რასიზმის ამხსნელი თეორიებიდან ვერ ვისაუბრებთ რომელიმე მიდგომის გადამეტებულ უპირატესობასა თუ ნაკლზე. თითოეული თეორია ატარებს როგორც სიმართლის მარცვალს, ასევე აქვს ნაკლოვანი მხარე, სწორედ ამიტომაა დიდი რაოდენობით წარმოდგენილი.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0