x
ბრიტანელი ასტროფიზიკოსი, უახლოეს ათწლეულებში, დედამიწის მეზობლების გაცნობას გვპირდება

imageდედამიწის მოსახლეობა უცხოპლანატელთა არსებობაში უახლოეს 40 წელიწადში დარწმუნდება - თვლის ბრიტანელი ასტროფიზიკოსი მარტინ რისი. მისი თქმით, მეცნიერების განვითარება უკვე 2025 წლისთვის შესაძლებელს გახდის დავათვალიეროთ შორეული პლანეტები და გავარკვიოთ, ცხოვრობს თუ არა იქ ვინმე. „სიცოცხლის წარმოშობა, მისი არსებობის ადგილი და უცხოპლანეტელთა არსებობა-არარსებობა უახლოესი 40 წლის საკვანძო საკითხი იქნება“ - თქვა რისმა ახალი ტელეპროგრამების ციკლის წარდგენისას.
ის თვლის, რომ ადამიანი სულაც არ არის ევოლუციის მწვერვალი და არ გამორიცხავს, რომ დადგება პოსტადამიანური ერაც და შესაძლოა მაშინ მაინც გაეცეს პასუხები დღესდღეობით პასუგაუცემელ კითხვებს.
გასულ წელს ასტრიფიზიკოსი იმასაც უშვებდა, რომ უცხოპლანეტელები, შესაძლოა, „ახლაც აქ არიან“, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ ადამიანს არ შეუძლია მათი ამოცნობა. „პრობლემა ისაა, რომ ჩვენ საკუთარი თავის მსგავსებს ვეძებთ და ვვარაუდობთ, რომ მათ, როგორც მინიმუმ, აქვთ რაღაც მსგავის ჩვენი მათემატიკისა და ტექნოლოგიისა. მე ეჭვი მაქვს, რომ სადღაც შეიძლება არსებობდეს ისეთი ცხოვრება და გონი, რომლის წვდომაც ჩვენ არ ძალგვიძს“ - განაცხადა მან.
რისის კოლეგას სტივენ ჰოკინსაც სჯერა, რომ სამყაროში არსებობს ბიოლოგიური სიცოხლე, მაგრამ მასთან კონტაქტს ის საშიშად მიიჩნევს. „ზოგიერთი ფორმა სიცოცხლისა, ჩვენთვის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი პლანეტა, შესაძლოა, დაპყრობილი და გაძარცულ იქნას უცხოპლანეტელების მიერ“ - განაცხადა მან.
არგუმენტის სახით კი თავად ადამიანის გამოცდილების გაანალიზება შემოგვთავაზა. „თუ უცხოპლანეტელები როდესმე გვესტუმრებიან, ვფიქრობ, შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც იყო კოლუმბის ექსპედიციის შედეგები ამერიკის ძირძველი მოსახლეობისთვის - ათვისების პროცესი მათთვის არც ისე კარგად დასრულდა“-განაცხადა ჰილმა.
პროგნოზები უცხოპლანეტელი მტრებისა თუ მეგობრების აღმოჩენის შესახებ რუს ასტრონომებსაც აქვთ. გასულ წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანდრეი ფინკელშტეინმა განაცხადა, რომ ახლა უკვე შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ უახლოეს ათწლეულში მეცნიერები ჩვენს გალაქტიკაში აღმოაჩენენ სად არსებობს სიცოცხლე. ამასთან ივარაუდა, რომ მათი ცხოვრება უჩვეულოდ მსგავსი იქნება იმისა, რომელიც ჩვენ გვაქვს. „უცხოპლანეტელები გამორჩეულები იქნებიან მხოლოდ კანის ფერით და ეს ჩვენც გვაქვს“ - თქვა მან. ფინკელშტეინის განცხადებით, დედამიწის გარეთ სიცოცხლის ნიშნების პოვნას რუსი მეცნიერები უახლოესი 25 წლის მანძილზე აპირებენ.

ნინო ხუნდაძე


1
922
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:presa.ge
presa.ge
922
  
2012, 5 დეკემბერი, 16:50
მეზიზგებიან უცხოპლანეტელები
0 1 1