x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მე არ მინახავს შიში. მე ვნახე შეშფოთება-მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომს იხსენებს

imageახლა როცა აგვისტოს ომის მორიგი, მე-13 წლისთავი ახლოვდება, საქართველოს ექს-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში იხსენებს მაშინდელ მოვლენებს და პოსტს ოპტიმისტური მოწოდებით ამთავრებს:


"მე მახსოვს ყოველი წუთი, ყოველი წამი, იმ აგვისტოს დღეების. მახსოვს ჩვენი ჯარისკაცების სახეები, მახსოვს ქუჩაში გამოსული ასობით ათასი თბილისელი.
არც ჯარისკაცების სახეებზე და არც ხალხის სახეებზე მე არ მინახავს შიში. მე ვნახე შეშფოთება, რა თქმა უნდა იყო დიდი ნერვიულობა, მაგრამ არ იყო შიში და არანაირი დანებების სურვილი. პირველივე წამიდან მე ვიმეორებდი, საქართველო არასდროს არ დანებდება და ამასვე ამბობდა თითოეული ადამიანი, ვინც იმ დღეებში ასრულებდა თავის სახელმწიფო ფუნქციას და უბრალოდ სამოქალაქო პოზიცია ეკავა.
მე მახსოვს თბილისში ჩამოსული პრაქტიკულად მთელი მსოფლიო, მე მახსოვს ჩემი ყოველდღიური საუბრები ამერიკის პრეზიდენტთან, მისი გამოსვლა მთელ ადმინისტრაციასთან ერთად, თეთრი სახლის წინ, პრესკონფერენციაზე საქართველოს დასახმარებლად და საქართველოში გამოგზავნილი მე-6 ფლოტი ისევე, როგორც შავ ზღვაზე გადმოსროლილი თვითმფრინავები.
საქართველოს არასდროს არ ქონია ისტორიაში ასეთი მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს - ეს იყო დამსახურებული და არ უნდა დავკარგოთ.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეუძლებელი, რამდენიმე დღე შეაჩერეს ათჯერ მეტი რაოდენობის მტერი, მანამ სანამ ჩვენ მოვიგეთ დრო და მსოფლიომ გამოიღვიძა და რუსეთმა ვერ განახორციელა მთელი თავისი სტრატეგიული გეგმა, ვერ აიღო საქართველოს დედაქალაქი. ვერ დაამხო საქართველოს დემოკრატია და საქართველოს ხელისუფლება. შემდეგ რუსებმა კარგად იმუშავეს გამწარებისგან, კიდევ უფრო მეტი მონდომებით ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცვალეს მახსოვრობის ჩიპი, მათ ჩააგონეს რომ საქართველო დამარცხდა, მათ ჩააგონეს რომ საქართველო გაიქცა.
თუმცა არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ფინეთი კამპანიის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის რუსეთის ჯარი შეჭრილიყო რომელიმე ქვეყანაში და მთლიანად ის არ დაეპყრო. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ჩვენი მთლიანი დაპყრობა მაინც განხორციელდა ჰიბრიდულად, 2012 წელს და ამის შედეგებს ვიმკით დღეს. ამიტომ, ამოცანა მაშინაც და ამოცანა დღესაც რჩება, საქართველოს დაცვა და საქართველოს გათავისუფლება.
ამჯერად, უკვე სამუდამოდ გათავისუფლება ყველანაირი მტრული ძალისგან!
მე განწყობილი ვარ გასამარჯვებლად და ის ხალხი ვინც 2008 წელს ერთ მუშტად იყო შეკრული დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ცოცხალია და არ შეცვლილა და თქვენც განწყობილნი ხართ გასამარჯვებლად!
ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ჩვენ ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ჩვენ ვართ ლუზერები და დამარცხებულები - ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები! გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, შინდისის გმირების, ძმები რომელაშვილების სამშობლო შეუძლებელია იყოს დამარცხებული!
ჩვენი საუკეთესო დღეები და გამარჯვებები, ჯერ კიდევ წინ არის და იქნება მალე!"-წერს მიხეილ სააკაშვილი.
13
272
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
272
  
2021, 9 აგვისტო, 13:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 9 აგვისტო, 13:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 8 აგვისტო, 18:51
როცა საქართველოს და წინაპრების ხსენებას დაიწყებენ,მაშინ ისიც უნდა ახსენონ რო მამა შვილს არ აჩეჩებდა თავის გასაკეთებელს. თემურ ლენგმა 8 ილაშქრა,მარა ფეხი ვერ მოიკიდა,რა გგონიათ,ზავი მაშინ არ იცოდნენ?! პირველივეზე რო დაგვედო ზავი არი ქნებოდა დანარჩენი 7 შემოსევა. ოკუპაციას თუ მშვიდობიანად დაძლევ,მაგას რა ჯობია,მარა ამ რუსეთის შემხედვარე ეგ გამორიცხულია. რუსეთი არ არის მონღოლეთი და არც სელჩუკები რო ერთი მოკვდეს და მეორემ დაასუსტოს ქვეყანა. დღეს პუტინის დარი მეთაური არცერთ ქვეყანას არ ყავს და ესეც ცუდია. ამიტომაც ახლავეა ბრძოლა საჭირო და არა 100 წლის მერე.
2021, 8 აგვისტო, 18:45
ჩვენ და უკრაინა ვართ ერთ ნავში,ამიტომ ურთიერთდახმარების ხელშეკრულება აუცულებელია. ასევე,ჩრდილოეთ კავკასიაშია ბევრი სამუშაო და მთავარი დასაყრდენი ინგუშები უნდა იყვნენ. ზვიადზე ამობდნენ რო ურევდაო,მაგრამ სწორი გათველბს აკეთებდა და ცდილობდა მოკავშირე კავკასიაში ეპოვა. დაიმახსოვრეთ,კავკასია დიდი ძალაა და თუ ამ კავკასიამ შეძლო გაერთიანება,მაშინ ნებისმიერისთვის დიდი პრობლემის შექმნა შეგვიძლია. ამიტომაც არის ყველა მხარეს სეპარატიზმის წახალისება და ქვეყნების,ხალხების ერთმანეთზე გადაკიდება დღის წესრიგში. სხვა გამოსავალი არ ჩანს ამ მომენტისთვის და ასე იყო ისტორიულადაც. როდის გახსენდება დახმარება ევროპიდან? საუკუნეების მანძილზე ველოდებოდით დახმარებას და ვერ მივიღეთ ვერცერთხელ. ერთი რაც მახსენდება,100 ჯვაროსანის მონაწილეობა იყო დიდგორზე,რაც რაინდების სახელიდან გამომდინარე არ ნიშნავს უპირობო დახმარებას. შესაძლოა ფულის მისცა დავითმა და ეგრეც რომ არ იყოს,ჯვაროსნების საქმეც გაკეთდა მაგით,რადგან დიდგორზე ჩვენი დამარცხება იერუსალიმის დაკარგვას ნიშნავდა და იქნებოდა სალადდინის ნაცვლად იქნებოდა ილ ღაზი.ევროპელები ვერ ხვდებიან,თორე ჩვენზე და უკრაინაზე გადის ხაზი. თუ ისე მოხდა და ჩვენ მიგვიერთა ძალით რუსეთმა ან ჩვენ ვიბრუნეთ პირი იქეთ,მაშინ დიდი საფრთხე ელოდება ევროპას. მთელ ენერგო რესურსებს რუსეთი გააკონტროლებს და დედას აუფეთქებს დასავლეთ ევროპელებს,ამით კი ამერიკას მოკავშირეებს დაუსუსტებს.ხო დახუჭეს თვალი მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიის და იაპონიის თავაშვებულობაზე,ხოდა გაუკეთა ბომბები ჰიტლერმა. ეხლა პუტინი იზავს იგივეს. ჯერ ჩვენ და მერე უკრაინა,არცერთს არაფერი დახმარება არ გაგვიწიეს,მარტო ცეცხლის შეწყვეტა და წამგებიანი შეთანხმება.

ცნობისათვის,ჩემი ზემდგომები მეუბნეოდნენ რო პარტიზანული ბრძოლებისთვის ვემზადებოდითო 2008 წელსო და ეს იყო ჩვენი შანსიო,მაგრამ აქაც მოგვაჩვარინა ევროპამ. ყველას სურდა ომის შეწყვეტა,მაგრამ ომი უნდა აგრძლებულიყო. თუ ბოლომდე შეყოლას არ აპირებდა ნაცეთის მთავრობა,მაშინ ცეცხლი საერთოდ არ უნდა გაეხსნათ და თუ გაისროლეს,მაშინ ბოლომდე უნდა მივყოლოდით. 1993 წელს ხო გადადეს ომი და იყო 2008 წელს,როდის იქნება შემდეგი?
2021, 8 აგვისტო, 18:28
არ მიყვარს გადაბრუნებულ ურემზე საუბარი,ფაქტი მოვიყვანე,რაც შეცდომა იყო. მით უფრო საუბარი ადამიანებზე,რომელბმაც ვერ გამოაღწიეს და ვერ დაუბრუნდნენ თავის ოჯახებს.რაც შეეხება ჩვენს წარმატებას,არც ეგრეა საქმე,რადგან სავალდებულო საჯარისო ნაწილები იყვნენ ძირითადად და ახალწვეულები. გადამეტებული არც კრიტიკა ვარგა და არც ქება. ახლობლები მყავს,რომლებიც მონაწილეობდნენ ომში და ყველა ერთს ამბობს,რომ თავიდან სწრაფად მივიწევდით წინო,მარა 9 აგვისტოს გამთენიას აშკარად სხვა ნაწილები შემოვიდნენო. ერთი მესამე ბრიგადაში იყო,ხოლო მეორე მეოთხე ბრიგადაში.ავიაციამ რო წელში გაგვტეხა ეგ ყველამ იცის,მაგრამ რეალურად რუსეთის მთავარ ძალებთან არ გვქონდა შეტაკება დასაწყისში. ქართული ჯარი კარგად მომზადებული იყო,მაგრამ გამოუცდელი,რამაც შეცდომები განაპირობა. სამეთაურო შტაბში არაკვალიფიციური კადრები იყვნენ და მცოდნე ხალხი გვერდზე იყო ჩაჩოჩებული. მეოთხე ბრიგადის მეთაური გაიხსენე ვინ იყო და მერე მიხვდები რასაც ვგულისხმობ. რაც ვთქვი 41 ბატალიონზე არის სიმართლე და ასევე შეცდომებზე მიუთითებს ამ ბატალიონის მეთაურის. თუ არ ვცდები გვარად დოლიძე იყო,აცხონოს ღმერთმა მისი სული და ის დაემორჩილა ცენტრალიზებულ ბრძანებას,როცა ადგილზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება. უნდა დაეცვა თავისი პირადი შემადგენლობა და პირველს უნდა გაეხსნა ცეცხლი რუსი სამშვიდბოების მიმართულებით. საერთაშორისო წესების დაცვა მოინდომა და დაიღუპა თავი. გავარტყი ყველანაირ წესებს და ევროპელებმა მერკელს გატენონ ეგ წესები უკან. კასეტური ბომბები დაგვაყარა რუსეთმა,მოაწყო გენოციდი და აგრესია განახორციელა გაეროს წევრ სუვერენულ სახელმწიფოზე,რამე დააკლეს რუსებს?! ყველაფერს ჩვენ რატო გვატენიან? ამიტომ დასკვნა აქედან,ამერიკასაც და ევროპასაც ყოველთვის ვეკიდეთ და ვკიდიდივართ,არანარი დახმარება მათგან არ განხორციელა. ყველა ამბობს რო ამერიკა ჩვენი მეგობარი და პარტნიორია,მაშინ რას იზავდა ამერიკა იგივე ისრაელისთვის რო გაებედა რუსეთს? აგერ აზერბაიჯანს თურქეთი ყავს გვერდზე და მივიდეს და ხმა გასცეს ვინმემ. სომხეთს ემუქრებოდა და რუსეთს თითი დაუქნია. აქედან დასკვნა,ჩვენი თავის იმედი ჩვენვე უნდა გვქონდეს და უნდა ვცადოთ განვითარება,რაც საშუალებას მოგვცემს მეტი ფული დავხარჯოთ თავდაცვ
2021, 8 აგვისტო, 12:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 8 აგვისტო, 11:11
როცა მეთაური ხარ და არსებობს ეჭვი რო დანაყოფი საფრთხეში შეიძლება ჩავარდეს,რატო უნდა გასცე ცენტრალიზებული ბრძანება?! ადგილზე რო მიეღო გადაწყვეტილება,შესაძლოა ომი სხვა სცენარით წასულიყო. ვიღაც იტყვის რო ეგრე ბარდაგი იქნებაო და ის,რაც იყო რა ბარდაგი არ იყო? ზომბირებული მეთაურობა რო გვყავდა მაგის ბრალი იყო და მიშას სიტყვის უსიტყვოდ შემსრულებელბი. კარგი მეთაური პირველრიგში ზრუნავს თავის პირად შემადგენლობაზე და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ბევრ ფაქტორთან ერთად ესეც არის ერთერთი,რატომაც გაგვასაზიზღრეს.
2021, 8 აგვისტო, 11:05
დიდი ხნის წინ მქოდა ეჭვი მაგაზე,მაგრამ რა უნდა ქნას კაცმა. რაღა შორს წავიდეთ,პირდაპირი ბრძანება ქონდათ ჯარისკაცებს რო რუსი მშვიდობისმყოფლებისთვის ცეცხლი არ გაეხსნათ. ამას შეეწირა 41 ბატალიონის ჯარისკაცები. რავი ომის დროს ეს როგორ უნდა მოხდეს,საომრად მიდიხარ და მტრის კოლონა გხვდება,როგორ უნდა გაატარო ან ცეცხლი არ გაუხსნა. აგერ მე ვიცი რო რუსი მშვიდობისმყოფელი არ არსებობს და მეთაურმა ეს როგორ არ უნდა იცოდეს. ისევ ჩემს აზრზე ვრჩები,ეს არის არცოდნის და გამოუცდელობის ბრალი,2-3 თვიანი სწავლებით რო აძლევდნენ წოდებებს და თანამდებობებს. ჯარში მეც ვარ ნამყოფი და ბევრჯერ უთქვამთ,რომ ბრძანება სრულდება სწრაფად ხარისხიანადო,მარა დანაყოფი დაკარგეთო არავის უთქვამს.
2021, 7 აგვისტო, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 7 აგვისტო, 20:00
ეგ ყველაფერი გასაგებია და შეიძლება იყოს კამათი შეცდომებზე,ვიღაცის აგენტობაზე,მაგრამ ცალსახად არის ერთი,რუსეთი ჩვენი ნებართვის გარეშე შემოვიდა და ეს აგრესიაა,რაც ცეცხლის გახსნის უფლებას გაძლევს. სხვა საქმეა,როგორ მოხდა ამ უფლების გამოყენება და რამდენად სწორი იყო პირდაპირ კონტროლის აღდგენის მცდელობა ცხილნვალზე ან რუსეთან პირადპირ ომში ჩართვა. გეთანხმებით,რომ სხვა რამის მოფიქრება შეიძლებოდა და ისე პასუხის გაცემა,მაგრამ ასე მოხდა. 3 თვიანი კურსებით აღებული წოდებებით გვყავს გენერლები და სამხედრო უმაღლესი წარმომადგენლობა,არ გვივარგოდა დიპლომატიური კორპუსი,რამაც დაბნეულობა შემოიტანა და იმედი,რომ ამერიკა ჩვენს გამო ომში ჩაერთვებოდა. მიშამაც კარგად იცოდა რო რუსეთს მარტო ვერ დამარაცხებდა,მაგრამ არასწორმა მრჩევლებმა გააკეთებინეს ეს ამბავი. სარკოზი მემუარებში ამბობს,რომ ბუში ითხოვდა რუსეთის დასჯასო,მაგრამ ამერიკა ეგრე ერთი ხელისმოსმით არ ჩაერთვება ომში,რადგან მათ აქვთ კონსტიტუცია,რომელიც ასეთ დროს ერთ პრიოვნულ გადაწყვეტილებას კრძალავს. ასევე ამბობს,რომ აღმოსავლეთ ევროპელები აპირებდნენ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს და ესენი იყვნენ უკრაინა,პოლონეთი დიდი ალბათობით,უფრო უკრაინა. ბალტიისპირეთი და პოლონეთი არ მგონია,რადგან ნატოს წევრები არიან და მაგას არ გააკეთებინებდნენ. უკრაინა ხვდებოდა რო შემდეგი ნაბიჯი ის იქნებოდა და მართალიც იყო. ორივე სახელმწიფოს მაგრად აჭამეს და ორივე სახელმწიფოს ცუდი ხელისუფლაი ყავდათ. სარკოზი ამბობს რო ყველასთვის მომგებიანი შეთანხმება შედგაო და მიშას,იანუკოვიჩსაც ეს უთხრეს,დააჯერეს,რაც ტყუილი იყო და ორივე ქვეყანა წაგებული გამოვედით. მიშა კი გვასაღებდა წაგებულ ომს მოგებულად,მარა არ მგონია მიზანიმართული მავნებელი იყოს,აჭამეს და თავის პოლიგლოტობა ერთ ადგილას გაიკვეხოს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10