x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკის დაზვერვამ ხელში ჩაიგდო უხანის ლაბორატორიის გენეტიკური მასალები
image

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შესწავლილი ვირუსების გენეტიკური მასალების მონაცემები მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


ტელეკომპანია არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, როდის და როგორ მოიპოვა ამერიკულმა დაზვერვამ აღნიშნული მონაცემები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს უხანის ლაბორატორიის კვლევებთან დაკავშირებული სერვერების გატეხვის შედეგად მოხდა.

CNN– ის თანახმად, შეერთებულ შტატებს ახლა აქვს 22 000 ვირუსის მონაცემი, რომლებსაც უხანის ლაბორატორიაში სწავლობდნენ. თუმცა, გენეტიკური ინფორმაციის მასივი მოითხოვს ფრთხილ ანალიზს, რათა შესაძლებელი იყოს რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება.



ეს სამუშაო ხორციელდება სუპერკომპიუტერების გამოყენებით აშშ -ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებში.


ასევე აღინიშნა, რომ მონაცემთა გაანალიზების პროცესი გართულებულია იმითაც, რომ თანდართული ჩანაწერები ჩინურ ენაზე არის გაკეთებული, ამიტომ ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურებმა უნდა მოძებნონ ჩინურის ისეთი მცოდნე სპეციალისტები, რომლებსაც ენდობიან. ამ სამუშაოების დასრულების ზუსტი ვადა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.


2 აგვისტოს, აშშ -ის რესპუბლიკური პარტიამ წარმომადგენლობითი პალატიდან წარმოადგინეს მტკიცებულება უხანის ლაბორატორიიდან კორონავირუსის გაჟონვის შესახებ. ტექსტი გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსმა რესპუბლიკელმა, მაიკლ მაკკოლმა.


ლაბორატორიიდან კორონავირუსის გაჟონვის ანგარიშმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მაგალითად, ჯანდაცვის ზოგიერთი წარმომადგენელი თვლის, რომ ასეთი გამოძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამავე დროს, სხვა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ცალსახად მტკიცებულება COVID-19- ის წარმოშობის შესახებ, ამიტომ რაიმე დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

0
430
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0