x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508704
ეროტომანია




image

სიყვარილი მშვენიერი და სათუთი გრძნობაა, რომელიც ადამიანებს აკეთილშობილებს. მაგრამ, როცა ის ავადმყოფობად იქცევა და ბოდვებთან ერთად ვლინდება შეიძლება საშიში და სახიფათოც გახდეს.


ეროტომანია ბოდვითი აშლილობაა. ეს იშვიათი მდგომარეობა კიდევ ცნობილია დე კლერამბოს სინდრომის სახელითაც, ეს სახელწოდება ფრანგი ფსიქიატრის სახელიდან მომდინარეობს, რომელმაც პირველად აღწერა ეს სინდრომი, როგორც ცალკეული აშლილობა. ეს სინდრომი ყველაზე ხშირად გვხვდება მარტოხელა ქალებში, მაგრამ აღწერილია შემთხვევები კაცებთანაც. ეროტომანიის მქონე ადამიანს სჯერა, რომ ის კეთილშობილ პიროვნებას უყვარს. წარმოსახვითი შეყვარებული ჩვეულებრივ მიუწვდომელია მაღალი სოციალური სტატუსის, ფინანსური მდგომარეობის ან ქორწინების გამო. ის შეიძლება იყოს ცნობილი მსახიობი, მომღერალი ან საზოგადო მოღვაწე. უმეტეს შემთხვევაში არც კი შეხვედრია მას. ის შეიძლება ასევე იყოს წარმოსახვითი, გარდაცვლილი ადამიანი ან ადამიანი, რომელსაც ის ახლახანს შეხვდა. უზომოდ შეყვარებულ ქალს სჯერა, რომ წარმოსახვით შეყვარებულს ის პირველად თავად შეუყვარდა და რომ მამაკაცის გრძნობები მის მიმართ უფრო ძლიერია ვიდრე მისი ამ კაცის მიმართ. ეს რწმენა მას კმაყოფილებისა და სიამაყის გრძნობას უღვივებს. ის დარწმუნებულია, რომ წარმოსახვითი შეყვარებული ვერასდროს ვერ იქნება მის გარეშე ბედნიერი ან სრულლყოფილი ადამიანი. ამ სინდრომის მქონე ადამანებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ სხვა ადამიანი ცდილობს მათ გაუგზავნოს საიდუმლო შეტყობუნებები. სჯერათ რომ მეორე ადამიანი ცდილობს ფარულად დაუკავშირდეს ახალ ამბებებში, სატელევიზიო შოუებში, ფილმებში ან სოციალურ მედიაში მზერით, ჟესტებით ან კოდირებული შეტყობინებებით. მიჯაჭულია სოციალურ მედიაზე, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პირთან. მას მუდმივად უგზავნის წერილებს, ელ.ფოსტას ან საჩუქრებს. გამუდმებით საუბრობს მასზე და ცდილობს დაკავშირებას. ეს ბოდვა ვითარდება და არსებობს მიუხედავად საწინააღმდეგო მკაფიო მტკიცებულებებისა. ის რეალობის მიმართ ჯიუტია და ყოველ ნაბიჯს უძებნის შესაბამის ახსნას. ზოგიერთი პაციენტი ხდება უხეში, საზოგადოებაში ხმამაღლა გამოთქვამს უკმაყოფილებას ე.წ “ შეყვარებულის’' მიმართ და დიდ უხერხულობას უქმნის მას. ეს ყველაფერი ბოლოს იმით მთავრდება, რომ პოლიციაში და სასამართლოში უჩივიან მათ.



ეროტომანია შეიძლება გამოვლინდეს როგორც პირველადი აშლილობა ან სხვა ფსიქიკური დაავადების სიმპტომი. მეორეული ეროტომანიის დროს სიყვარულის ბოდვები სხვა ფსიქიკური აშლილობების გამოა, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენაი, კლინიკური დეპრესია ან ალცჰაიმერის დაავადება. სიმპტომები შეიძლება დააჩქაროს ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ და ანტიდეპრესანტების გამოყენებამ. აქ შეიძლება ერთ-ერთი გამნმაპირობებელი ფაქტორი გენეტიკური კონპონენტი იყოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პირვველ ხარისხის ნათესავებს აქვთ ფსიქიკური აშლილობის ისტორია. კვლევებმა აჩვენეს რომ ეროტომანია მწვავე სტრესის და ტრამვების კონტროლის გზაა.



ეროტომანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა 1995 წელს რობერტ ჰოსკინს უკავშირდება, რომელიც მიიჩნევდა, რომ ცნობილ მომღერალ მადონასთან ბედით იყო დაკავშირებული და ცოლად უნდა მოეყვანა. რამდენჯერმე სცადა მომღერლის სახლში შეპარვა მან მისი მცველიც კი გააფრთხილა, რომ თუ მადონა არ დაქორწინდებოდა მასზე მოკლავდა მომღერალს. რა თქმა უნდა, მომღერალმა უჩივლა და მას ათი წელი მიუსაჯეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ბოდვითი რწმენები არ გამქრალა.



ეროტომანიის მკურნალობა საუკეთესო შედეგს იძლევა როცა ის სპეციალურად ინდივიდზეა მორგებული. არსებობს შემაფერხებელი ფაქტორებიც. მკურნალობის პროცესს აფერხებს ის, რომ ინდივიდი სავარაუდოდ ვერც კი ხვდება, რომ მისი რწმენა უსაფუძვლოა. უმეტესად მკურნალობა მოიცავს ფსიქოლოგიურ და ფარმაკოლოგიური მიდგომების ერთობლიობას. აქტიურად გამოიყენება თერაპიები. მნიშვნელოანია, რომ მკურნალობა ფოკუსირებული იყოს პაციენტის სოციალური ფუნქციების შენარჩუნებაზე, პრობლემური ქცევის რისკების შემცირებაზე და მისი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი. თუმცა აუცილებელია აღვნიშნოთ ისიც, რომ რიგ შემთხვევებში მკურნალობა არ არის ეფექტური და ეროტომანია ქრონიკულ მდგომარეობად ყალიბება.

1
130
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ სულეიმანაშვილი
მარიამ სულეიმანაშვილი
130
  
ჩასწორება *ყალიბდება
0 1 1