x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სერიოზული კომენტარი როგორ უნდა მიუძღვნა ამ დარტყმულს-ნიკა გვარამია

image

"გიჟი ქალაქს მიდიოდა,
რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა...
რა და ჩვენი მიკროფონი.
ps სერიოზული კომენტარი როგორ უნდა მიძღვნა ამ დარტყმულს. სერიოზულად იმასაც კი ვერ დავწერ, რომ მიკროფონის წართმევა და წაღება ძარცვაა და მედიის საქმიანობაში ხელშეშლა. ღმერთო დაიცავი საქართველო."-წერს მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარმაია სოციალურ ქსელში.
შემდეგ აზიარებს ვიდეოს და ასეთ კომენტარს ურთავს:
"მეგობრებო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე ფსიქიატრიაა და მართალიც იქნება. მაგრამ, უბრალოდ შეხედეთ ამ არსების ორმაგ სახეს - ჯერ შეშლილი მოძალადის და შემდეგ ცინიკურ ღიმილაწებებული მოძალადის.
ასეთი სიზუსტით არაფერი არ გადმოსცემს ქართული ოცნების სახეს."

დღეს, სენაკის თეატრში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი გამოგლიჯა.


“მოგესალმებით. მე მინდა ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ვარ ეთერი “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონო ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი. ემა ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა, აბა, მოდი, თქვი: ბიძინას გაუმარ… “, — მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.


"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.
ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ.— დაწერა მოგვიანებით წულუკიანმა “ფეისბუქზე” და “მთავარი არხის” მიკროფონით საკუთარ ფოტო გამოაქვეყნა.


0
328
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0