x
image
knusi
Mediator image
Mediator image
ელისო დადიანი.



imageმე-20 საუკუნის 20-იან წლებში თბილისის ლამაზმანებს შორის გამოირჩეოდა ელისო დადიანი. ცნობილი რუსი მხატვრის, საველი სორინის მუზა. მისი მამა იოსებ დადიანი ინჟინერი იყო, დედა - თამარ თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) მეტად განათლებული, კეთილშობილი და პატივსაცემი მანდილოსანი. დადიანების ოჯახს ექვსი მშვენიერი ასული ჰყავდა, რომელთა სილამაზეზე და განსწავლულობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ელისო და მისი დები:ელო, ირინე, სალომე, ეკა და რუსუდანი ამშვენებდნენ მაღალი საზოგადოების სალონებსა და თავყრილობებს. ელისო დადიანს თვალს ვერ წყვეტდნენ აღფრთოვანებული უცხოელები. მისმა სილამაზემ ათქმევინა ერთ ფრანგ მხატვარს: ბედნიერია ის ერი ვისაც ასეთი ქალები ჰყავსო.

image''უნატიფესი'', ''ღვთაებრივი'', ''ციური'' - ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ მოხიბლული უცხოელები დადიანის ქალს. ბოლშევიკებისგან გამოქცეულმა და საქართველოს თავშეფარებულმა საველი სორინმა ბინა თბილისში დაიდო. მხატვრის ალბომს ბევრი ქალის სახე ამშვენებს, მათ შორის არის ჩვიდმეტი წლის ელისო დადიანი. სორინმა თან გაიყოლა უმშვენიერეს ქალთა პორტრეტები საზვარგარეთ. მას იმდენად უყვარდა საქართველო, რომ მეუღლეს ანდერძად დაუბარა, ქართული ჩანახათები საქართველოსათვის გადაეცა. მართლაც, ელისო დადიანის პორტრეტი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმს ამშვენებს. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დადიანები იძულებულნი შეიქნენ, ემიგრაციაში წასულიყვნენ.image ელისო დადიანი ავტოკატასტროფაში დაიღუპა საფრანგეთში, 1944 წელს.

7
662
19-ს მოსწონს
ავტორი:knusi
knusi
Mediator image
Mediator image
662
  
2012, 27 სექტემბერი, 18:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 11 სექტემბერი, 0:59
++++++++++
2012, 10 სექტემბერი, 21:21
+10000
2012, 10 სექტემბერი, 11:19
+10000000000000000000000000000000000000000000000000
2012, 10 სექტემბერი, 10:15
+100
2012, 9 სექტემბერი, 15:34
++
0 1 7