x
image
თუთიკო ბერძენა
მოკრივე ლინო თუ კინოვარსკვლავი ლინო? სპორტი და კინო ლინო ვენტურას ცხოვრებაში

image

რ არსებობს როლი, მათ შორის უარყოფითი (ასეთი ბევრი ითამაშა), ლ ი ნ ო ვენტურას ხასიათი რომ არ გამოჩნდეს.
კ ა რ გ ი ხასიათი. არსებითად ესაა კინო -- მსახიობი აქ თავის თავს ვერ დამალავს და ვერც ნიღაბს მოირგებს დიდხანს.
***
2 მამაკაცი და ერთი ქალი -- სქემა, რომელიც არაერთხელ გამოუყენებიათ კინოში. განსაკუთრებით ფრანგულ კინოში. ფრანგებისთვის ფრანსუა ტრიუფოს ფილმი "ჟიული და ჯიმი“ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
რა თქმა უნდა, რობერ ე ნ რ ი კ ო არაა ფრანსუა ტრიუფო, რომელმაც შეძლო ეს სქემა ყველანაირი მელოდრამატულობისგან გაეთავისუფლებინა და ლამის სამყაროს თუ "ახალი ოჯახის“ მოდელი წარმოედგინა „ჟიული და ჯიმში“.
მაგრამ კარგმა სცენარმა (ფილმი გადაღებულია ჰოსე ჯოვანის პოპულარული რომანის მიხედვით) და, პირველ რიგში, კ ა რ გ მ ა მსახიობებმა "თავგადასავალთა მაძიებლებიც“(“Les aventuriers”, 1967, საფრანგეთი, რეჟისორი რობერ ენრიკო, მთავარ როლებში: ალენ დელონი, ლინო ვენტურა, ჯოანა შიმკუსი) გაათავისუფლა პრიმიტიული მელოდრამის შტამპებისგან.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი თაობა ამაში ნამდვილად დარწმუნებული იყო, როცა 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანების დასაწყისში მიაწყდა კინოთეატრებს, სადაც "თავგადასავალთა მაძიებლებს“ უჩვენებდნენ.
ბევრმა სწორედ ამ ფილმით შეიყვარა ა ლ ე ნ დელონი და
ლ ი ნ ო ვენტურა. ჰო, კიდევ, ფრანსუა დე რუბე არ დაგვავიწყდეს -- კომპოზიტორი, რომელმაც არაერთი კარგი ფილმისთვის დაწერა მუსიკა, მაგრამ "თავგადასავალთა მაძიებლები“ განსაკუთრებული აღმოჩნდა მის ბიოგრაფიაში. გახსოვთ ლიტიციას "დაკრძალვის“ სცენა? არაჩვეულებრივი მელოდიით, ე.წ. ვოკალისით? ეს ეპიზოდი თავისებური წინასწარმეტყველება აღმოჩნდა - 1975 წლის ნოემბერში დაივინგით გატაცებულმა ფრანსუა დე რუბემ კანარის კუნძულების სანაპიროზე საკმაოდ სახიფათო სიღრმის „დაპყრობა“ გადაწყვიტა, ზღვის ფსკერზე ჟანგბადი გამოელია და 36 წლის ასაკში დაიღუპა.

image


***

მზე და ზღვის ფსკერი "თავგადასავალთა მაძიებლების“ სახეა. კიდევ ფორტ ბოიარდია, რომელიც ფილმის გადაღების დროს სრულიად მიტოვებული და უპატრონო იყო. მაგრამ მთავარი, რითიც დღესაც მოგხიბლავთ ეს უპრეტენზიო სურათი, არის ბოლომდე უ თ ქ მ ე ლ ო ბ ა, საიდუმლო...
კი, მეგობრობა აქ თანდათან გადაიზრდება სიყვარულში და ამ პროცესზე დაკვირვება მართლაც სასიამოვნოა, მაგრამ გრძნობების საიდუმლო ფილმის ფინალურ კადრამდე ამოუხსნელი დარჩება.
ლინო ვ ე ნ ტ უ რ ა სწორედ ის არტისტია, რომელიც ამ "ბოლომდე უთქმელით“ ა მ დ ი დ რ ე ბ ს საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობების ფრანგი რეჟისორის, რობერ ენრიკოს, ფილმს.
***
ლინო ვ ე ნ ტ უ რ ა ს ხელოვნების ოპონენტები, როგორც ჩანს, განებივრებულნი ჰოლივუდის კინოვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი გარდასახვის უნარით ("ჯოკერი“ და ხოაკინ ფენიქსის თამაში ხომ იხილეთ?), მუდმივად საყვედურობდნენ მსახიობს: "მუდამ ერთნაირია“, "ჟან გაბენს ბაძავს“. სხვათა შორის, თავის დროზე მსგავს შენიშვნებს გამოთქვამდნენ თავად ჟან გ ა ბ ე ნ ი ს მიმართაც. ერთფეროვნების გამო იწუნებდნენ ანა მ ა ნ ი ა ნ ი ს, ჟერარ ფ ი ლ ი პ ს, ზბიგნევ ც ი ბ უ ლ ს კ ი ს...
მაგრამ ეს ხომ კინოა! კინო ახლო ხედით გვიჩვენებს მსახიობის სახეს. ეს კი ორმაგ ესთეტიკურ განცდას ბადებს - გმირთან და თავად მსახიობთან, პიროვნებასთან შეხვედრის განცდას.
უნიღბო ხელოვნება, ცხადია, განმეორების საშიშროებას ქმნის. მაგრამ განმეორება იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც მსახიობი, როგორც პ ი რ ო ვ ნ ე ბ ა, ამოიწურება, გაიყინება, აღარ განვითარდება.
***
"ლინო ვ ე ნ ტ უ რ ა მაყურებლის წარმოდგენაში დარჩა თავისი მ ო ნ უ მ ე ნ ტ უ რ ი, მონოლითური გმირებით. მაგრამ ეს მონუმენტურობა არასდროს ყოფილა ხელოვნური.
ვენტურა არ თამაშობდა მონუმენტურს, ის საერთოდ არ თამაშობდა ეკრანზე.
მისი მოქმედება კამერის წინ იმდენად ძუნწია, რომ მისი გმირების ყოველი მოძრაობა, ჟესტი ჩვეულებრივზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
სწორედ გამომსახველობით საშუალებათა სიძუნწე ანიჭებს მის გმირებს ი დ უ მ ა ლ ე ბ ა ს.
კეთილშობილი რ ო ლ ა ნ ი "თავგადასავალთა მაძიებლებში“, ლ ი ნ ო ვენტურას გმირი, რომელიც მზად არის თავი გაწიროს მეგობრის ბედნიერებისთვის, გააზრებულად ბოლომდე "დაუხატავი“ სახეა.
ეკრანზე მუდამ სიტყვაძუნწი და მუდამ აუღელვებელი
ლ ი ნ ო ვენტურა "სიკეთის დემონსტრირებას“ არასდროს ცდილობს. ის უფრო ფიქრობს, ვიდრე მოქმედებს... სადღაც ფილმის ფინალისკენ კი "თავგადასავალთა მაძიებლების“ სამკუთხედის მთავარი გმირი ხდება.
"მაკაცობაზე ასეთი კარგი ფილმი არ გადაღებულა!“ - ბევრისგან გამიგია იმ დროს, როცა ჯერ კინოთეატრებში (განსაკუთრებით, ვაკეში, კინო "ყაზბეგში“), შემდეგ კი ტელევიზიით, "ილუზიონში“, რობერ ენრიკოს ამ ფილმს უჩვენებდნენ ხოლმე.
ეს ის დროა, როცა ინდივიდუალიზმი ჯერ კიდევ არ იყო პრობლემა და "ადამიანი ადამიანისთვის მგელია!“ ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ჩვენში. სწორედაც, პირიქით....
...მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არაა საბჭოთა კავშირის და, მით უმეტეს, ბრეჟნევის მარაზმატული ხანის მონატრება. "თავგადასავალთა მაძიებლებში“, როგორც ჩანს, ხალხმა ის დაინახა, რაზეც ყველა ოცნებობს, ალბათ - სოლიდარობის ნამდვილი ძალა.
"თავგადასავალთა მაძიებლების“ პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ, 1968 წლის მაისში, პარიზის ქუჩებში თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდები გამოვლენ სოლიდარობისა და თანასწორობის მოთხოვნით. ამბოხებულებს მაშინ ლინო ვენტურაც შეუერთდა"...
გოგი გვახარია.
https://www.radiotavisupleba.ge/./%E1%83./30369706.html
* * *
არსებობენ მსახიობები, რომლებიც მთელი ცხოვრება კინოში მაგარ ბიჭებს თამაშობენ, ცხოვრებაში კი არაფრით გამოირჩევიან. არსებობენ კომიკოსები, რომლებიც ცხოვრებაში ძალიან მოსაწყენი ადამიანები არიან. მხოლოდ მსახიობების იშვიათი კატეგორიის შემთხვევაში ემთხვევა ეკრანული და ცხოვრებისეული იმიჯი ერთმანეთს.
ასეთი მსახიობი გახლდათ ლინო ვ ე ნ ტ უ რ ა ც.

image

***
მთელი მსოფლიო ლ ი ნ ო ვენტურას ფრანგ მსახიობად იცნობს. რეალურად კი ის საფრანგეთის მოქალაქეც კი არ ყოფილა.
ლინო იტალიაში, ქალაქ პარმაში დაიბადა. მამამისი, ჟან ვენტურა, ფეხმძიმე ცოლისგან სხვა ქალთან გაიქცა.
მომავალ მსახიობს ანჯელო ბორინის ეძახდნენ. ლინო კი ანჯელინოს შემოკლებული ვერსია გახლდათ, რომლითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
იმ პერიოდში იტალიის სათავეში ფაშისტები იყვნენ და ომისათვის ემზადებოდნენ. ამიტომ დედამ ლინო მეზობელ საფრანგეთში გადაიყვანა საცხოვრებლად.
1941 წელს ოკუპირებულ საფრანგეთში ლინო იტალიის ხელისუფლებამ მოძებნა და ჯარში წაიყვანა. მას იუგოსლავი პარტიზანების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. მსახიობმა დეზერტირობა არჩია და მომდევნო 3 წლის განმავლობაში საკუთარ ოჯახსაც კი ემალებოდა.
ეს იყო მოგვიანებით, მანამდე კი, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ლ ი ნ ო მ გადაწყვიტა, მოკრივე გამხდარიყო. სპორტის ამ სახეობაში მას სერიოზული მიღწევები ჰქონდა. როდესაც ყველაზე დიდი და მომგებიანი კონტრაქტი მიიღო, სწორედ მაშინ წაიყვანეს ჯარში. სპორტს მხოლოდ 1944 წელს დაუბრუნდა. ამჯერად პროფესიული კეტჩი არჩია, ანუ რინგზე ბრძოლა წესების გარეშე. 1950 წელს მან ევროპის ჩემპიონის ტიტულიც კი მოიპოვა.
ერთ–ერთი ბრძოლის დროს სპორტსმენმა ორივე ფეხი მოიტეხა. სწორედ მაშინ დასრულდა მისი სპორტული კარიერა.
გასული საუკუნის 50–იანი წლების დასაწყისში ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟაკ ბაკერი განგსტერული ფილმის "იღბლის ძიებაში" გადაღებებისათვის ემზადებოდა. ერთ–ერთი როლისათვის მას სჭირდებოდა სრულიად უცნობი სახე, რომელიც ძალიან ჰგავდა ბანდიტს. რეჟისორის ასისტენტმა შემთხვევით დაინახა სპორტსმენი და გადაღებებზე მიიწვია.
***
თავდაპირველად ლინო ვენტურამ უარი თქვა ფილმში თამაშზე. ის სპორტში პროფესიონალი იყო და თვლიდა, რომ კინოშიც მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ეთამაშათ. ფილმში მონაწილეობას მაშინ დათანხმდა, როდესაც გაიგო, რომ მთავარ როლს მისი საყვარელი მსახიობი, ჟან გაბენი, ითამაშებდა. სწორედ მაშინ აიღო ლინომ თავისი ნამდვილი გვარი ვენტურა და ფეხი შედგა გადასაღებ მოედანზე.
პირველივე ფილმი წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ლინო არ ჩქარობდა შეთავაზებული წინადადებების მიღებას.
მას დაშტამპული განგსტერებისა და არამზადების როლებს სთავაზობდნენ.
1960 წელს ლინომ საბოლოოდ მიატოვა სპორტი და მთლიანად კინოში გადაინაცვლა. შედეგად ეკრანებზე ერთმანეთს ცვლიდა ერთიმეორეზე წარმატებული ფილმები "ეშმაკი და ათი მცნება", "მეორე სუნთქვა", "თავგადასავლების მაძიებლები" და სხვა. მსახიობი ნელ–ნელა გამოვიდა განგსტერებისა და არამზადების ამპლუიდან და რთული ხასიათის პიროვნებებს შეეჭიდა.
***

image

გასული საუკუნის 70–იან წლებში ლინომ კომედიურ ჟანრში მოსინჯა ძალები. შემდეგ კი პოლიციელების როლები შეუყვარდა. მან მშობლიურ იტალიაშიც ითამაშა რამდენიმე ფილმში, ძირითადად – მაფიის თავკაცების როლები.
ჟან გაბენის სიკვდილის შემდეგ ფრანგმა კრიტიკოსებმა მისი ადგილი ღირსეულად მიანიჭეს ლინო ვენტურას.
თავად ლინო დიდი მაესტროს, ჟან გაბენის მოსწავლედ თვლიდა თავს და იმას, რომ კინო მისი ცხოვრება გახდა, სწორედ მას უმადლიდა.
მსახიობს ერთი უცნაურობა ახასიათებდა. ფილმზე მუშაობისას ითხოვდა, რომ მისი როლები უხვსიტყვიანი არ ყოფილიყო. ის სცენარიდან ხშირად იღებდა მონოლოგებს. მან უარი თქვა ფილმებზე "ძველი იარაღი" და "უიღბლო", რომელთა სცენარები სპეციალურად მისთვის დაიწერა. ასევე უარი თქვა სტივენ სპილბერგის ფილმ "მესამე ხარისხის ახლო კონტაქტში" მონაწილეობაზე, რადგან კოსტიუმირებული, ფანტასტიკური ჟანრი არ ხიბლავდა.
***
ცხოვრებაში ლ ი ნ ო თავისი დ ა დ ე ბ ი თ ი გმირების სრული განსახიერება გახლდათ. 17 წლის ასაკში მას ფრანგი მეზობელი ო დ ე ტ ი შეუყვარდა და შეირთო კიდეც. ქორწილიდან მერვე დღეს კი ჯარში წაიყვანეს, მაგრამ ოდეტი მის გვერდით სიცოცხლის ბოლომდე იყო.
მსახიობი მკაცრად ითხოვდა, რომ ფილმში არ ჰქონოდა კოცნისა და საწოლის სცენები. ის მხოლოდ ორ ფილმში დაიყოლიეს, პარტნიორისთვის ეკოცნა. ლინო ცოლის ერთგული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ლამაზმანების პარტნიორობა უწევდა.
***
ყველაზე კარგი განტვირთვა მსახიობისათვის სამზარეულო გახლდათ. უგემრიელეს კერძებს ამზადებდა და სტუმრებს ყოველთვის საკუთარი ხელით მომზადებული საჭმელებით უმასპინძლდებოდა.
თავისი ქალიშვილები იტალიურ ტრადიციებზე აღზარდა, იყო მკაცრიც და გამგებიც.
"ის ნამდვილი იტალიელი მამა იყო, ოჯახის ხელმძღვანელი და დამცველი. ჩვენ მკაცრად გვზრდიდა. ქუჩაში დიდხანს ყოფნა გვეკრძალებოდა. ალბათ ამიტომაც მე და ჩემი უფროსი და ადრევე, 18 წლის ასაკში გავთხოვდით.
მიუხედავად ამისა, ყველანი ვაღმერთებდით მას. ყველა მოუთმენლად ველოდებოდით დღესასწაულებს, როცა მთელი ოჯახი მაგიდას შემოვუსხდებოდით და მამას მომზადებულ გემრიელ კერძს დავაგემოვნებდით.
ჩვენ გვ ყავდა ყველაზე მკაცრი და ყველაზე გამგები, მოსიყვარულე მ ა მ ა", – ამბობს მსახიობის ქალიშვილი კლელია.
ვენტურას ერთ–ერთი ქალიშვილი ინვალიდი დაიბადა. ლინომ გადაწყვიტა, მისი შვილის მსგავსი ბავშვების მფარველი გამხდარიყო.
ამ თემაზე მსახიობი არასოდეს საუბრობდა. მან საკუთარი სახსრებით ააშენა ინტერნატი ინვალიდი, ე.წ. შუშის ბავშვებისათვის. ამის შესახებ ჟურნალისტებმა მხოლოდ მსახიობის სიკვდილის შემდეგ შეიტყვეს.
1987 წლის შემოდგომაზე ლინო ვ ე ნ ტ უ რ ა ინფარქტით გარდაიცვალა. მაშინ მსახიობი მხოლოდ 68 წლის იყო.
წინ კიდევ ბევრი ფილმი ელოდა.
"მისი გარდაცვალებით ევროპულმა კინომ მე-20 საუკუნის განგსტერების ოქროს ეპოქა დაასრულა", – წერდა მაშინდელი პრესა.
0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0