x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება-კონსტანტინე მორგოშია
image"არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება. ძალიან მალე იმაზე მეტ ხალხს ნახავთ, ვიდრე ოდესმე გინახავთ და ნებისმიერ მთავრობას, მათ შორის ამასაც, მოუწევს იმ კანონპროექტის მიღება, სადაც გეი პრაიდი კი არა, ჰეტეროსექსუალები ვერ გამოვლენ და ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვერ გამოვა"-განაცხადა წუხელ გვიან ღამით "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ მას შემდეგ, როდესაც 5-6 ივლისს აქციებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციის სამმართველოს შენობაში "ალტ-ინფოსა" და მოძრაობა "ქართული მისიის" წარმომადგენლები გამოიკითხნენ.



მორგოშიამ აღნიშნა, რომ, აპირებს შეაგროვოს 100 000 ხელმოწერა, რის შემდეგაც პარლამენტს მოუწევს კანონპროექტის მიღება, რა დროსაც აიკრძალება ქვეყანაში ყოველგვარი აქცია ნებისმიერი სექსუალური ნიშნით.


" ჩვენ შევაგროვებთ 100 000-ს ხელმოწერას და იმას თქვენ არითმეტიკულად განახებთ, " - დასძინა "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ.



ალტ-ინფო -ინტერნეტ ტელევიზიაა. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მტკიცებით:



" ალტ-ინფო ქართულ საზოგადოებაში აქტიურად და ორგანიზებულად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს. ასევე, მონიტორინგით დაადგინეს, რომ მათი გუნდის მოწოდებები გამოირჩევა განსხვავებულობის, სიახლისადმი შიშის და მიუღებლობის დანერგვით.ალტ-ინფოს პოსტებსა თუ ვიდეო გადაცემებში ხშირია სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი მიმართვები სექსუალური უმცირესობების, ქალების და ემიგრანტების მიმართ. მათი ნარატივი მიგრანტების მოძალადეებად წარმოჩენას მოიცავს. გვერდზე ხშირია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის და ქალთა უფლებადამცველების დისკრედიტაცია. ალტ-ინფო ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და რუსეთისადმი ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას"-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

0
201
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0