x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს
image


შავი მთვარე, მას ლილიტსაც ეძახიან, ნიშანს იცვლის და 19 ივლისს, 9 თვით კუროდან ტყუპის ზოდიაქოში გადადის (ლილიტი ტყუპში დარჩება 2022 წლის 20 აპრილამდე). კუროებო, გილოცავთ, ამოისუნთქავთ და უფრო მშვიდად მოქმედების შესაძლებლობა მოგეცემათ. შავი მთვარე არის ფიქტიური წერტილი, მთვარის უკიდურესი წერტილი, მაგრამ უდიდესი გავლენა აქვს ადამიანებზე, რადგან წარმოადგენს შიშს და სანამ რამის გვეშინია, ის მოქმედებს ჩვენზე და ვიზიდავთ კიდეც ასეთ სიტუაციებს. როცა კრიტიკულ, ნეგატიურ სიტუაციებს, მოვლენებს გავივლით და გამოცდილებას შევიძენთ, მივხვდებით, რომ შიშების გადალახვა შეგვძლებია. თუ შავ მთვარეს დავიმეგობრებთ, ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება.


პირადი რუკის მიხედვით, იმ ნიშანსა და სახლში, სადაც ლილიტი გვყავს, ყველაზე მეტი ცდუნება და შიში გველის. სასურველია, იცოდეთ მისი მდებარეობა, საიდან, სად გელით საფრთხე, რათა უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოთ. ტყუპში ლილიტის გადასვლის შემდეგ ნუ აჰყვებით ცდუნებას. მოერიდეთ მეტყველებაში ცუდი სიტყვების გამოყენებას, არ გირჩევთ ვინმეს განხილვას, ტყუილ ლაპარაკზე დროის კარგვას. ტყუპი ჰაერის ნიშანია და გირჩევთ, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, გაანიავოთ ჰაერი შენობაში. გამორიცხული არაა, ლილიტმა გაააქტიუროს არსებული ვირუსები ან გაჩნდეს ახალი, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელდება.


ლილიტის ტყუპში (ტყუპი არის ჟურნალისტების, მედიის სიმბოლო, კონტაქტები, გადაადგილება, წერა და მეტყველება) გადასვლის შემდეგ გახშირდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება. ამიტომ, მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა ვიყოთ, გადავამოწმოთ დეტალები. ნუ გაგვიკვირდება, თუ ამ 9 თვის განმავლობაში გამჟღავნდება საიდუმლო ინფორმაციები, ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ დოკუმენტების შედგენისას. მილიონჯერ დაფიქრდით და სამჯერ წაიკითხეთ ხელშეკრულება, სანამ ხელს მოაწერთ. საიმედო ადგილას შეინახეთ მნიშვნელოვანი საბუთები.



გარდა ამისა, ლილიტის ტყუპში ყოფნის დროს გააქტიურდებიან აფერისტები, დამსმენები. მოიმატებს წვრილ-წვრილი ქურდობა, ინტრიგები, მაქინაციები. ადამიანებმა შეიძლება არ შეასრულონ დანაპირები. გაფრთხილდით ვაჭრობისას, არ მოტყუვდეთ ნივთში, ხურდაში. შეიძლება თქვენთვის სრულიად მულოდნელად გაეხვეთ ჭორებში. გაფრთხილდით, რომ ის, რაც თქვენ თქვით, მოსაუბრემ სწორად გაიგო. გახსოვდეთ, აღმოსავლური სიბრძნე: ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი იმიტომ მისცა, რომ ორჯერ მეტი მოისმინოს და ორჯერ ნაკლები ილაპარაკოს. გადახედეთ კონტაქტებს, ნუ დაიმეგობრებთ აფერისტ ადამიანებს და ნურც მეგობრებთან შეიქმნით სირთულეებს ცუდად ნათქვამის გამო. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სოციალურ ქსელებში რაიმეს გამორჩენის მიზნით (ძირითადად, ფულადი დახმარების) "დაგიმეგობრდებიან" ადამიანები.


ტყუპი სახლი არის ახლობლების სიმბოლო, ჩვენი და-ძმების, მეზობლების, მეგობრების და ეცადეთ, არ გაართულოთ მათთან დამოკიდებულება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი ჭორებს გივრცელებენ, შურთ თქვენი. როგორც უკვე იცით, ტყუპი არის კომუნიკაციაც. შეიძლება გაგიჩნდეთ შიშები, რომ ვიღაცამ ტელეფონზე არ დაგირეკოთ და ცუდი ამბავი არ გითხრათ. ტყუპი არის გადაადგილებაც და თუ ავტომობილის ყიდვას აპირებთ, მაქსიმალურად გაფრთხილდით, რომ არ მოტყუვდეთ არჩევანში დოკუმენტებში. აგრეთვე, სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, არ დაარღვიოთ საგზაო წესები; არ აჰყვეთ ცდუნებას და არ გადააჭარბოთ სიჩქარეს.


წარსულში ლილიტი ტყუპში იყო 2012 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის 9 ივნისამდე. გაიხსენეთ ეს პერიოდი, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში. ლილიტი თავის ნიშანში 9 (9, 18, 27, 36, 45, 54, 63, 72, 81 წლის ასაკში) წელიწადში ერთხელ ბრუნდება და პატარ-პატარა გამოცდებს გვიწყობს. ისევ გვეშინია, თუ დავამარცხეთ შიშები და გავძლიერდით?


სიფრთხილეს და დაკვირვებულობას გისურვებთ!


ასევე დაგაინტერესებთ:




კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს


ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ


6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე


დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს


"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე


გარდაუვალი ცვლილებები და ახალი იდეების რეალიზება - ვისთვის და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი 9 ივლისამდე პერიოდი?!

1
1167
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1167
  
2021, 14 ივლისი, 23:22
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1