x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი ყველასთვის საყვარელი ,,მისტერ ბინის" შემსრულებლის, როუენ ატკინსონის შესახებ

image
ყველას გვინახავს “მისტერ ბინი". მგონი არ არსებობს ადამიანი, რომელიც 1990-იანი წლების ამ ფილმებს გულგრილად ჩაუვლიდა. მისტერ ბინის მიმიკებმა, საოცრად იუმორისტულმა ისტორიებმა ყველა მოხიბლა და დღესაც არ კარგავს პოპულარობას. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს როუენ ატკინსონის შესახებ:

1. მსახიობი მულტფილმში “მეფე ლომი" ფრინველ ზაზუს ახმოვანებდა.

image

2. მანამ, სანამ ატკინსონი მისტერ ბინის ( მისტერ ლობიო) სახელს აირჩევდა, აპირებდა “მისტერ თეთრი" ან მისტერ ყვავილოვანი კომბოსტო" დაერქვა გმირისთვის.

image

3. ბრიტანეთის დედოფალმა მსახიობი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. ატკინსონს კომანდორის წოდება აქვს.

image

4. ატკინსონს საუბარი უჭირდა, სწორედ ამიტომ, მსახიობი დღესაც იშვიათად აძლევს ინტერვიუებს. ფილმებში კი მისი გმირი საუბრის მოყვარული არაა. ატკინსონის თქმით განსაკუთრებით უჭირდა იმ სიტყვების წარმოთქმა, რომელიც “ბ" ასოზე იწყებოდა. ამ დროს ყოველთვის აკეთებდა პაუზას წინადადებაში.

image

5. 2012 წელს “მისტერ ბინი" პენსიაზე გავიდა. 2012 წელს როუენ ატკინსონმა უარი თქვა მისტერ ბინის იმიჯის შემდგომ გამოყენებაზე, რადგან მიხვდა, რომ ეს გმირი მისთვის უკვე "ძალიან ბავშვური" იყო. ”ის კომერციულად ყველაზე მომგებიანი გმირი იყო, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ძნელად შემიძლია ვიყო ისეთი უდარდელი, როგორც ადრე. თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები არა მხოლოდ ნელ-ნელა ქრება, ხოლო როდესაც ასეთ გმირს თამაშობთ, 50 წლის ასაკში, ცოტათი ... სევდიანია. ამასთან ფრთხილად უნდა იყოთ".

image

6. ატკინსონს ძალიან უყვარს ავტომობილები. როგორც მისი მეგობარი, მსახიობი სტივენ ფრაი ამბობს, უუვარს პატარა ფურგონით ტენისის მოედანზე სიარული. ასევე, მას ძვირადღირებული სპორტული მანქანების კოლექციაც აქვს და ხშირად წერს სტატიებს ავტომობილების ესახებ სპორტული ჟურნალებისთვის.

image

7. ატკინსონს არ უყვარს “პორშეს" მფლობელები. “აშკარა პრობლემა მაქვს პორშესთან. ის მშვენიერი მანქანაა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ არასდროს ვიყიდი ჩემთვის. რატომღაც, პორშეს მფლობელები სულაც არ არიან ისეთი ადამიანები, როგორებიც მე მომწონს. მე არ ვამბობ, რომ პორშეს მანქანები ნაგვის გროვაა, მე ფსიქოლოგიურად მზად არ ვარ ასეთი მანქანა რომ მყავდეს”.

image

8. ფილმები მისტერ ბინის შესახებ 200ზე მეტ ქვეყანაშია ნაჩვენები

image

9. ატკინსონის შვილი ლილი თამაშობდა ფილმში “მისტერ ბინი შვებულებაში". დღეს გოგონა მუსიკალურ კარიერას უფრო აქცევს ყურადღებას, ვიდრე სამსახიობოს.

image

10. ატკინსონი “ბონდიანას" დიდი ფანია. როდესაც მან პატარა როლი მიიღო 1983 წელს ჯეიმს ბონდის სერიაში “არასოდეს თქვა არასოდეს", შონ კონერის შესრულებით. მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

image

11. თავის მომავალ ცოლთან პ0ირველ პაემანზე ატკინსონი ფაქტობრივად ჩუმად იყო, “ერთადერთი რამ რაც ვთქვი იყო “მომაწოდე კეტჩუპი თუ შეიძლება"".

image

12. ატკინსონი პრინცი ჩარლზის და კამილას ქორწილს ესწრებოდა.

image

13. ატკინსონს ორი უმარლესი აქვს დამთავრებული, მას აქვს ინჟინრის დიპლომი ნიუკასლის უნივერსიტეტიდან და ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. მისი IQ კი მთელი 178 ქულაა.

image

14. ატკინსონს თვითმფრინავის მართვა შეუძლია. ერთხელ, კენიისკენ მიმავალ თვითმფრინავში ყოფნის დროს, პოლოტმა გონება დაკარგა, ამიტომ მსახიობს მოუწია დროებით მართვის კონტროლის საკუთარ თავზე აღება, სანამ ის გონზე მოვიდოდა.

image

15. მისტერ ბინის ფილმები დღემდე ყველაზე წარმატებულ კომედიურ პროექტად ითვლება.

image
















0
171
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0